“კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია უვიზო მიმოსვლა ” -, ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა.

“კომისიამ გადაწყვიტა შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური, სამსახუროებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის.  ეს პირველი შემთხვევაა, როცა გამოყენებულ იქნა ახალი სავიზო შეჩერების მექანიზმი. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია უვიზო მიმოსვლა.
გაძლიერდება შემოწმება ყველა ქართველ მოქალაქეზე, ვინც კვეთს ევროკავშირის გარე საზღვრებს ახალი ზომების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად” -, განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

Leave a Reply