ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა მოითხოვა ნებართვა ბრიტანული სამხედრო ბაზების ირანზე თავდასხმებისთვის გამოყენების შესახებ. ლონდონი, თეირანის ქმედებების გათვალისწინებით, ამას დაეთანხმა.

„შეერთებულმა შტატებმა მოითხოვა ნებართვა ბრიტანული ბაზების გამოყენების შესახებ ამ კონკრეტული და შეზღუდული თავდაცვითი მიზნისთვის. ჩვენ გადავწყვიტეთ, დავაკმაყოფილოთ ეს მოთხოვნა, რათა თავიდან ავიცილოთ ირანის რაკეტების გაშვება მთელ რეგიონში, უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაკარგვა, ბრიტანელი მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნა და თავდასხმები იმ ქვეყნებზე, რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი.. მინდა სრულიად ნათლად განვაცხადო: ყველას გვახსოვს ერაყის შეცდომები და მათგან ვისწავლეთ. ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა ირანზე თავდაპირველ დარტყმებში და ახლა არ შევუერთდებით შეტევით მოქმედებებს. თუმცა, ირანი ახორციელებს დამწვარი მიწის სტრატეგიას, ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი მოკავშირეების და ჩვენი მოქალაქეების კოლექტიურ თავდაცვას რეგიონში, რადგან ეს ჩვენი მოვალეობაა ბრიტანელი ხალხის წინაშე“, – თქვა სტარმერმა.

Leave a Reply

You missed