არსებობს გარკვეული ნიშნები, რომ “ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის ემზადება – , ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ისინი აკეთებენ გარკვეულ რაღაცებს, რასაც მაშინ აკეთებ, როცა არჩევნები საკმაოდ მალე გაქვს ჩასატარებელი.

„ჩვენ ვიცით, რომ მორიგი (ნორმალური) არჩევნები 2028 წელს უნდა ჩატარდეს, თუმცა გამორიცხვით არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან არსებობს გარკვეული ნიშნები იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის ემზადება. ისინი აკეთებენ გარკვეულ რაღაცებს, რასაც მაშინ აკეთებ, როცა არჩევნები საკმაოდ მალე გაქვს სა ჩასატარებელი.

შესაძლოა, მათ გაუჩნდეთ ცდუნება, არჩევნები მანამ ჩაატარონ, სანამ საზოგადოებაში მათი მხარდაჭერის კიდევ უფრო მეტ კლებას (ეროზიას) ვიხილავთ. ასე რომ, ეს არის სცენარი, რომელსაც ვერ გამოვრიცხავთ და რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ეს არის ჩემი ერთ-ერთი მუდმივი გზავნილი ოპოზიციურ ძალებთანაც” -, აცხადებს ზურაბიშვილი.

Leave a Reply