მედიის ცნობით, ვატიკანი შექმნის სპეციალურ კომისიას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარებისა და მისი გავლენების საკითხებზე იმუშავებს.
“ხელოვნური ინტელექტის უწყებათაშორისი კომისიის” შექმნა, რომლის ამოცანაც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების “ადამიანებზე და მთლიანად კაცობრიობაზე შესაძლო ეფექტების” ანალიზი იქნება, რომის პაპმა ლეო XIV-მ დაამტკიცა.
