თამარა ჩერგოლეიშვილი: – ანუ მე გამომიყოფს “ობიექტივი” დროს რომ “ობიექტივის” მაყურებელს ველაპარაკო?
ირმა ინაშვილი: – რატომ გიკვირთ? “ობიექტივი” ამ პრინციპით მუშაობს წლებია, ესაა საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელი, მარტო თქვენ კი არა, ნებისმიერ პოლიტიკოსს, არასამთავრობო ორგანიზაციას, ახალგაზრდულ მოძრაობას გამოუყოფენ დროს. აი, თქვენს საიტზე მუდმივად ჩემს დაღრეჯილ ფოტოს რომ დებთ და ამით ხაზს რას უსვამთ, გაუგებარია, ამას “ობიექტივში” ნამდვილად არავინ გაკადრებთ. მიწერეთ ილია ჩაჩიბაიას და “ობიექტივის” გამგეობა განიხილავს თქვენს წინადადებას, ოღონდ არის ერთი მოთხოვნა – ეს ინტერაქტიული ტელევიზიაა და მაყურებლის ზარებს პირდაპირ ეთერში უნდა უპასუხოთ.
