იტალიის პოლიციამ 55 ქართველი დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, ქართველებისა და უკრაინელების ორი დაჯგუფება გამოავლინეს.
მათი ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფება ძირითადად ქალაქ რეჯო-ემილიაში მოქმედებდა. ცნობისთვის, იტალიის პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს სამი წლის განმავლობაში ახორციელებდა.