“ჩერგოლეიშვილი როდესაც პასუხისმგებლობას იღებს, თავადვე შლის პროცესს. 24 საათი დაკავებული არიან ყოფილი პრეზიდენტის უწმაწური სიტყვებით ლანძღვით, ამიტომ პროცესს ვუყურებ, მე მინდა გაერთიანება შედგეს, ოღონდ ამ გაერთიანებაში დომინანტი იყოს ხალხი, სადღაც ხალხი დავინახო”-, ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გადაცემაში “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე” ისაუბრა. 

“როდესაც გაერთიანება ხდება და დომინანტი ისევ 2%-იანი პარტია და ისევ ჩერგოლეიშვილია, კითხვა ჩნდება, რომ რატომ სხვა არ არის იმ 9 პარტიიდან დომინანტი. ჩერგოლეიშვილი როდესაც პასუხისმგებლობას იღებს, თავადვე შლის პროცესს. 24 საათი დაკავებული არიან ყოფილი პრეზიდენტის უწმაწური სიტყვებით ლანძღვით, ამიტომ პროცესს ვუყურებ, მე მინდა გაერთიანება შედგეს, ოღონდ ამ გაერთიანებაში დომინანტი იყოს ხალხი, სადღაც ხალხი დავინახო.
ჯერჯერობით რაღაც ძველ წრეს ვხედავ.. მინდა დავაკვირდე, ისევ დასაშლელად ხომ არ არიან შემოგდებულნი ეს ცოლ-ქმარი, ამიტომ ხომ მაქვს უფლება დავაკვირდე?! ვიღაც ხომ უნდა დარჩეს გარეთ?! მაყურებელი თვალი, რომელიც შეძლებს, რომ ხალხს გული არ გაუსკდეს..”, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი. 

ცნობისთვის, ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციის ალიანსი“ შექმნა და სტრატეგიული კოორდინაციის დოკუმენტს მოაწერა ხელი.

 

ავტორი: თორნიკე კუჭაშვილი

Leave a Reply