სალომე ზურაბიშვილი ნორვეგიაში, ოსლოს თავისუფლების ფორუმზე მიიწვიეს.
“როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და ქვეყნის პირველი ქალი, რომელიც ამ თანამდებობაზე აირჩიეს, პრეზიდენტი ზურაბიშვილი დემოკრატიული უკუქცევისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ წამყვან ხმად იქცა. ის შემოგვიერთდება ოსლოს თავისუფლების ფორუმზე, რომელიც ივნისში, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გაიმართება და ავტორიტარული ზეწოლის პირობებში თავისუფლების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო უფლებების დაცვის შესახებ პირად ინფორმაციას გვაწვდის” -, წერია ოფიციალურ განცხადებაში.
