“ფორმულამ” რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს განმარტებისთვის კითხვით მიმართა.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ “მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს, წარმოუდგენელია”.
პასუხი სრულად:
“მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს, ჩვენთვის წარმოუდგენელია და მიგვაჩნია ეს სრულიად შეუძლებლად.
უცნობია ამ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველი”, – ამბობს ის.
