ამერიკული ავტომწარმოებელი, Ford აცხადებს, რომ სამსახურში დააბრუნა 350 ვეტერანი ინჟინერი მას შემდეგ, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა და ავტომატიზაციამ სასურველი ხარისხი ვერ უზრუნველყო.

ამ გამოცდილ სპეციალისტებს ახლა ევალებათ ხელოვნურ ინტელექტს შეცდომები უპოვონ იქამდე, ვიდრე კონკრეტული ავტონაწილი საწარმოო ხაზზე ჩაეშვება.

“ჩვენ შეცდომა დავუშვით, როცა ვიფიქრეთ, რომ მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის დანერგვით და მასთან დიზაინის მოთხოვნების ინტეგრირებით მაღალხარისხიან პროდუქტს მივიღებდით,” Ford-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჩარლზ პუნმა.

ეს გადაწყვეტილება იმას არ ნიშნავს, რომ Ford უარს ამბობს ხელოვნურ ინტელექტზე, თუმცა კომპანიამ გააცნობიერა რომ მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის იმედად ვერ იქნება, რადგან მისი თითოეული შეცდომა ფინანსურ ზარალში ითარგმნება.

Leave a Reply