“ლელოს” ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფაქტზე, გამოძიების მოთხოვნის მიზნით

საქართველოს მთავარ საგამოძიებო უწყებაში განცხადება შეიტანა.

ნაცვლიშვილის თქმით, უკვე წლებია, რაც გელათში არსებული ფრესკები დაზიანებულია, თუმცა არც ერთი უწყების მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია. “ლელოს” ლიდერი საქმეში კორუფციის ნიშნებსაც ხედავს.

“ეს არის მორიგი თვალთმაქცობა და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. გამოძიება, რომელიც ამ უწყებამ გასულ წელს დაიწყო, არ არის იქითკენ მიმართული რომ დაადგინოს ვინ არის ძეგლის დაზიანებაზე პასუხისმგებელი და გამოკვეთოს სახელმწიფო უწყებები, რომელთა უპატიებელი გულგრილობის გამო, გელათი დაზიანდა. ის გამოძიება ეხება ფინანსურ ნაწილს და დიახ, შესაძლოა, მართლაც ჰქონდა ადგილი ამ შემთხვევაში კორუფციას, რაც არ გამორიცხავს ძეგლის დაზიანების გამო პასუხისმგებლობას. შეუიარაღებელი თვალითაც კი შესამჩნევია, რომ ფრესკები დაზიანებულია,”- აცხადებს  ნაცვლიშვილი.

Leave a Reply