მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ახალი პლატფორმის ონლაინპრეზენტაცია გამართა და ოფიციალურად წარადგინა მის გუნდის ახალი წევრი – ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.
მან 2 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და ორპოლუსიანობის დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და “მესამე ძალის” გუნდი დაასახელა:
1.გრიგოლ ვაშაძე – “ადამიანი, რომელთან ერთადაც ჩვენ 2018 წელს დიდი ბრძოლა გავმართეთ და დარწმუნებული, ვარ რომ ერთიანობით დიდ შედეგს დავდებთ”.
2. ხათუნა სამნიძე – რესპუბლიკური პარტია;
3. თამარ კეკენაძე – “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე;
4. რეზო კემულარია – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი;
5. ვახტანგ გიაშვილი – იურისტი, ადვოკატი;
6. ოთარ ბაღათურია;
7. პაატა ჩიქოვანი;
მესამეძალაში ერთიანდებიან “სტრატეგია აღმაშენებლის” სხვა წევრებიც – სერგო ჩიხლაძე, თეონა აქუბარდია, პაატა მანჯგალაძე, თეონა ჭალიძე…