„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტია 49,2%-ით ლიდერობს.
კითხვაზე – „ხვალ რომ ბათუმის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?“, პასუხები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ 49,2%;
„ნაციონალური მოძრაობა“ 29,8%;
„საქართველოსთვის“ 4,1%;
„გირჩი – მეტი თავისუფლება“ 2,8%;
„ლელო“ 2,1%;
„პატრიოტთა ალიანსი“ 1,9%;
„მესამე ძალა“ 1,2%;
„მოქალაქეები“ 1,2%;
„ლეიბორისტული პარტია“ 1,1%;
„ევროპული საქართველო“ 1,1%;
„გირჩი“ 0,6%;
სხვა პარტიები 4,9%.
სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები 13-17 სექტემბერს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 690 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 3%-ს.