მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა მოძრაობა “მიშას თავისუფლებისთვის” დაარსეს.
საქართველოს ექსპრეზიდენტის მხარდამჭერების განცხადებით, მსგავსი აქციებითა და სხვადასხვა აქტივობებით ისინი ყოველდღიურად შეუქმნიან დისკომფორტს ხელისუფლების წარმომადგენლებს.