ოთარ აბესაძე
მინდა რომ ყურადღებით წაიკითხოთ და გაიაზროთ
პუნქტებად გავიაროთ საქართველოში არსებული მდგომარეობა.
ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული.
ქვეყნის მთავარი ეკონომიკური ”ფასიანი ქაღალდი” ლარი გაუფასურების სტადიიდან სტადიაში გადადის.
სურსათსა და უალკოლო სასმელებზე 65% – ით არის გაზრდილი ფასი.
კომუნალური გადასახადები გაზრდილია 20% – ით.
საწვავის ფასი გაზრდილია 60% – ით და ღირს 1 ლიტრი 3 ლარზე მეტი.
ქვეყანაში ყოველი მეოთხე ადამიანი სიღარიბის ზღვარზე ან მის მიღმა ცხოვრობს (ოფიციალური მონაცემებით)
საგარეო ვალის მასშტაბი რომ წარმოგადგენინოთ აი ეხლა ამ წამს ბავშვი რომ დაიბადა მას უკვე საშუალოდ 8500 ლარი აქვს ვალი.
არანაირი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ქვეყანაში არ შემოდის. (რაც შემოდის 70% – ზე მეტი არის ემიგრანტების მიერ ოჯახებში გადმორიცხული თანხა და დანარჩენი რეინვესტირება) ფაქტიურად “სხვისი” ფულით ქვეყანაში არაფერი არ იქმნება.
მსოფლიო გადასულია პოსტ. კოვიდურ პერიოდში, ყველაფერი უბრუნდება პანდემიამდე არსებულ პერიოდს და ჩვენთან ახალი ტერმინი ჩნდება “ტვინდემია”.
ამ ყოველივეზე პასუხისმგებელი ადამიანები წინასაარჩევნოდ გიქვეყნებენ ვიდეოს, რომ უნდა დასრულდეს ის პოლიტიკური პარტია, რომლის მმართველობა დასრულდა 2012 წელს და დღემდე არცერთ პოლიტიკურ არჩევნებში არ გაუმარჯვია
დასკვნები თქვენ გამოიტანეთ