ბოლო 2 დღეა სამეგრელოში ვართ.
დღეს ფახულანსა და ქალაღანში გავედით.
ეს სოფლები ოკუპაციის ხაზს ემიჯნებიან.
გგონიათ, აქ ოკუპანტი სხვანაირად იქცევა? ან ხელისუფლება უფრო გულისხმიერია ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ?
სამწუხაროდ, ის ისტორიები რაც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მიამბეს, დიდად არ განსხვავდება იმისგან, რისი მოსმენაც შიდა ქართლში ძალიან ხშირად მიწევს.
პოლიცია? თვეში ერთხელ თუ გამოივლისო, ისიც თავის საქმეზე.. ასე ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც ოკუპაციის ხაზთან უშუალო სიახლოვეს ცხოვრობს..
ღიად გამოჩენისაც ეშინიათ, ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, ოკუპანტი დამუქრებია, გაგიტაცებთ და სოხუმში გადაგიყვანთ, მერე ნახავ ინტერვიუსო..
მოსახლეობა აქაც უპატრონოდ, ერთი ერთზეა შეტოვებული ოკუპანტს, ხელისუფლება კი კვლავ არ “აღიზიანებს” ორკებს…
წერს დავით ქაცარავა