სენაკის #1საარჩევნო უბნიდან „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი ჯემალ ღამბაშიძე გამოაძევეს.
როგორც ჟურნალისტმა გვაცნობა, კომისიის თავმჯდომარემ, რომელმაც ჩათვალა, რომ ღამბაშიძე უბანზე მიმდინარე პროცესებს, კერძოდ, დაპირისპირების კადრებს იღებდა, გამოაძევა უბნიდან.
“გურია ნიუსი დაუკავშირდა ცესკო-ს, სადაც გვითხრეს, რომ ფაქტის შესახებ იციან და მათგან რეაგირებას 10 წუთში ველოდებით.
წყარო – გურია ნიუსი