თამთა მეგრელიშვილი

მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი ანუ პირდაპირი მოწოდება რევოლუციისაკენ!
სააკაშვილი თვლის, რომ სომხეთისა და უკრაინის რევოლუციები ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში 2003 წლის რევოლუციის გამოძახილია.
“ბოლოს და ბოლოს, ასეთი რევოლუციების იდეა შვა საქართველომ ჩვენი თაობის დროს და ნუთუ ჩვენ ვერ შევძლებთ იმას რაშიც ადრე სხვები გვბაძავდნენ და გამოუვიდათ კიდეც” და ახალ დაკვეთას აძლევს გუნდს – მოახდინონ რევოლუცია.
“გამყალბებელ ხელისუფალთ – წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე”
აქ კანონი სიტყვის მასალად გამოიყენა, რადგან მისი ხელწერა მათ მიმართ ვინც მასთან იდეურ თანხვედრაში არ არის ისე როგორც ადრე ახლაც დაჭერაზე, წამებასა და სიკვდილზე გადის.
ძალიან გაბრაზებული ბელადის მიერ დავალება მოახდინონ რევოლუცია გაცემულია!
ახლა გუნდის შიგნით მიდის ერთგვარი პოლიტიკური გადალაგება.
მელია დილემის წინაშეა რევოლუციისთვის ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის ბრძოლაში თუ “ლელო” არჩიოს ადგილი, სადაც მას ლიდერობას აღარავინ შეეცილება და სადაც დიდი ფულია.

Leave a Reply