თამთა მეგრელიშვილი
მივმართავ ოპოზიციურ სპექტრს!
თქვენ ამტკიცებთ, რომ საქართველო გაქრა საერთაშორისო პოლიტიკური ორბიტიდან მაშინ როცა
მსოფლიოს 120-ზე მეტი ლიდერის შეკრებაზე საქართველო ღირსეულად წარმოადგინა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მივმართავ ოპოზიციურ სპექტრს
თქვენ ამტკიცებთ, (თუმცა ფაქტები არ გაქვთ)რომ არჩევნები გაყალბდა
მაშინ როცა
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები,ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ “ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური, ზოგადად, კარგად ადმინისტრირებული იყო,
არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული”.
მივმართავ ოპოზიციურ სპექტრს
თქვენ ამტკიცებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის მძევალია მაშინ
როცა
ის ზის ქართულ ციხეში, წარსდგა ქართული მართლმსაჯულების წინაშე და პასუხს აგებს მის მიერ ჩადენილ უკანონობებზე.
შიმშილობა მისი არჩევანია და თუ ის ამაში ხედავს მისი მდგომარეობიდან გამოსავალს ესეც მისი უფლება და არჩევანია.
მივმართავ ოპოზიციურ სპექტრს
თქვენ დღეს ხართ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მარიონეტები.
დიახ, მიხეილ სააკაშვილი გკარნახობთ თქვენი პოლიტიკური ცხოვრების დღისწესრიგს – ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი ხომ მხოლოდ მის გამო დათმეთ.
მივმართავ ოპოზიციურ სპექტრს
მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოგზავნილ წერილებს რომ ეამბორებით,
ქვეყანაში ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება დაისჯება კანონის სახელით, მოწოდება შემდეგი შინაარსით- დამიხსენით, გამიყვანეთ!
მოწოდებადვე დარჩება, რადგან აქ სახელმწიფოა და სახელმწიფოს არ ძინავს!