დავით ჩიხელიძე

სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში შიმშილობა ერთგვარ ტრენდად იქცა
ალბათ ყველას გვახსოვს 2008 წელს პარლამენტის შენობაში მოშიმშილე ადამიანები, რომელიც სწორედ ელენე ხოშტარიას მშობლიური პარტიის პოლიტიკას აპროტესტებდნენ, მაშინ სად იყვნენ უფლებადამცველები და ის პოლიტიკოსები. რომელებიც, დღეს ადამიანის შიმშილის გამო სახეს იხოკავენ და ადეკვატურობას კარგავენ? რა თქმა უნდა ის, რომ ადამიანი შიმშილობს, თავისი არსით დასაგმობი მოცემულობაა, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი, იმ ადამიანების შენიშვნებს, რომელებიც წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებს ლახავდნენ ვერ მივიღებ. დღეს ელენე ხოშტარია პარლამენტში შიმშილობს, მას კომფორტისთვის ყველა პირობა აქვს შექმნილი, მასთან უპრობლემოდ შედიან მნახველები, დღეს ის ასევე მოინახულა პარლამენტის თავმჯდომარემ. რა გააკეთა 2008 წელს ბურჯანაძემ(პარლამენტის თავმჯდომარემ) მოშიმშილე ადამიანებს, ღამით გათბობა გამოურთო და პლედების შეტანის შესაძლებლობა არ მისცა. აი მკაფიო განსხვავება დღევანდელ და მიშას მთავრობას შორის.
სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში შიმშილობა ერთგვარ ტრენდად იქცა, შიმშილობს ყველა ვისაც არ ეზარება, ამით კი საფრთხეს არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ ქვეყანას უქმნიან, რადგან დაუშვებელია სამართალს შიმშილობამ აჯობოს, სამართალი უნდა აღსრულდეს, ეს უდავო ჭეშმარიტებაა. თითოეული ის ადამიანი, რომელიც მხარს მიშას უჭერს, ავტომატურად დგება ბოროტების მხარეს, ისინი საკუთარი ქცევით ბოროტების სიკეთეზე გამარჯვებას უჭერენ მხარს, რაც არასდროს არ მოხდება !

Leave a Reply