თვეების წინ გიორგი ბალიაშვილის და ნათია შაინიძის ოჯახი საქართველოდან, როგორც თავად ამბობენ პოლიტიკურ წნეხს გაექცა.
სასტიკად მცემეს, კინაღამ თვალი დავკარგე, სისხლს ვერ ვიჩერებდი ჭრილოებიდან…
მას შემდეგ დრო გავიდა, ოჯახი სხვა ქვეყანაში ამ ეტაპზე უსაფრთხოდ ცხოვრობს, თუმცა ახლა უკვე, ნათიას და გიორგის თქმით ზეწოლა და მუქარა მათ ახლობლებზე ხორციელდება. ნათიას მამა, ოთარ შაინიძე ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის “გამარჯვებული საქართველოს” წევრია და ბოლო დღეებში აქციებზე დასწრების გამო ზეწოლის ობიექტი გახდა. ნათიას მიერ მოწოდებული ინფორმაცია თავად ოთარ შაინიძემ დაგვიდასტურა და ისიც განაცხადა, რომ “მავანნი ნათიას და გიორგის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ და ახალგაზრდების საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება”.