დღეს, მთავრობის სხდომაზე, ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კონკრეტულ ხედვას წარადგენს.
რემიერ-მინისტრის ინიციატივა სამ კომპონენტს მოიცავს – ასაკობრივი ზღვრის აწევას 25 წლამდე, რეკლამის აკრძალვასა და ონლაინკაზინოებისთვის გადასახადების გაზრდას.
პროცედურის მიხედვით, მთავრობის სხდომაზე განხილვის შემდეგ, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება. კანონონმდებლები ცვლილებებს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე დაამტკიცებენ.