საქართველოში კორონავირუსის 2 514 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 61 ადამიანი, 2 711 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 46 059 კვლევა, აქედან 26 700 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 19 359 PCR-ით. 28 დეკემბერს აიცრა 11 720 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 5,46%-ია, ბოლო 14 დღის – 5,65%-ია, 7 დღის – 5,09%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი – 1 226 შემთხვევა;
- აჭარა – 232;
- იმერეთი – 304;
- ქვემო ქართლი – 119;
- შიდა ქართლი – 108;
- გურია – 114;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 148;
- კახეთი – 134;
- მცხეთა-მთიანეთი – 62;
- სამცხე-ჯავახეთი – 46;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.