ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი ბაზარზე – არომატული წყალი „ჩეროსგან“!

სს “ქართული ლუდის კომპანიამ” “ჩეროს” ქოლგის ქვეშ ახალი პროდუქტი წარმოადგინა და ბაზარზე 4 სახეობის წყალი გამოიტანა. “ჩეროს” ლიმონის, გრეიფრუტის, მარწყვისა და ვაშლის არომატული წყალი უკვე დახლებზეა წარმოდგენილი და იყიდება.

კომპანიაში განმარტავენ, რომ მსოფლიოში ჯანსაღი ცხოვრების სტილი უფრო და უფრო ტრენდული ხდება და მომხმარებლებიც საკვებისა და სასმლის სიჯანსაღეს მეტ ყურადღებას აქცევს. 2012 წლიდან დღემდე, მსოფლიოში არომატული წყლებზე მოხმარება ორჯერ გაიზარდა. პროდუქტი ყველაზე პოპულარულია ამერიკაში, გერმანიაში, საფრანგეთში და იტალიაში.

მსოფლიო ბაზარზე ყველა წამყვან კომპანიას სასმელების პორტფელში არომატული წყალი უკვე აქვს.

არომატულ წყლებზე მოთხოვნა იზრდება საქართველოშიც და სწორედ ამ ფონზე “ქართული ლუდის კომპანიამ” ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მომხმარებლებს არომატული წყლების რამდენიმე სახეობა შესთავაზა.

“არომატული წყლების კატეგორია მსოფლიოსთვის ბოლო რამდენიმე წელია რაც გახდა პოპულარული და ის  საქართველოშიც ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. ყველაზე პოპულარული ხილის და წყლის კობინაციაა, ე.წ. არომატული წყალი, რაც გულისხმობს ნატურალური ხილისა და ქართული უგემრიელესი წყლის ნაზავს. გასაკვირი არ არის, რომ ეს პროდუქტი მომხმარებელში ტოვებს სიჯანსაღის და უშრეტი ენერგიის მიღების განცდას.

“ქართული ლუდის კომპანია” მუდამ სიახლეებზე ორიენტირებული კომპანიაა და ამჯერადაც სურს, მსოფლიო ტენდენციებს არ ჩამორჩეს და ქართველ მომხმარებლებს მორიგი სიახლე – არომატული წყლების კატეგორია შესთავაზოს.

“ჩეროს” არომატული წყალი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვისაა შექმნილი, რადგანაც სახეობებში დიდი არჩევანი გვაქვს. ვისაც ციტრუსები უყვარს, შეუძლია ლიმონის ან გრეიფრუტის წყალი დააგემოვნოს, ხოლო ვისაც მეტად ტკბილი გემოები მოსწონს – მარწყვის ან ვაშლის არომატული წყალი სწორედ მისთვისაა”, აცხადებს სს “ქართული ლუდის კომპანიის” მარკეტინგის მენეჯერი მიხეილ ქურდაძე.

იმის გამო, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიცაზიასთან ერთად ადამიანებმა დაიწყეს ჯანსაღი ალტერნატივების ძებნა, ამიტომ მწარმოებლებმა წვენისა და გაზირებული სასმელების ჯანმრთელ ჩამნაცვლებლად არომატული და ფუნქციური წყლები გამოიტანეს.

ექიმების რეკომენდაციაა, რომ ზრდასრულმა ადამიანმა დღეში მინიმუმ 8 ჭიქა წყალი მიიღოს, რაც ხშირად რიგი მიზეზების გამო ვერ ხერხდება. თუმცაჩეროსარომატული წლების გემური თვისებები ექიმების რეკომენდაციის შეხსენების წინაპირობა აუცილებლად გახდება.

სასიხარულო ამბავი მშობლებისთვისაც – იმისთვის რომ პატარებმა წყლის დღიური ნორმა მიიღონ და ეს პროცესი სახალისო გავხადოთ შეგვიძლია კლასიკური სასმელი წყლის ჩამნაცვლებლად არომატული წყალი გამოვიყენოთ.

 

 

 

Leave a Reply