ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები მათთვის გირაოს შეფარდებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის ინფორმაციით, არსებობს ნორმა, რომელიც მათ გირაოს შეფარდების გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას განაჩენის საბოლოოდ გამოტანამდე არ აძლევს, რაც არაკონსტიტუციურია.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც მიმართავენ ზემდგომ ინსტაციას გირაოს შეფარდების გადაწყვეტილების გასაჩივრების მოთხოვნით, რათა შემდგომში ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ.
შეგახსენებთ, რომ გირაოს თანხა სამოქალაქო აქტივისტებმა უკვე შეაგროვეს.