სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება – გაფიცვის ფარგლებში სოცმუშაკები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ. მოთხოვნები უცვლელია, გაფიცულები სახელფასო ანაზღაურების 100%-ით გაზრდას და უკეთეს სამუშაო პირობებს ითხოვენ.
პროტესტს სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი მიმართავს, მათ თებერვლიდან ხელფასების 60%-იანი მომატების შესახებ დამსაქმებლის წინადადება არ მიიღეს.
თითოეულ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტების შემოსავალი 6-დან 10 ლარამდე გავზარდეთ