ეს მათთვის, ვისაც საქართველოში რუსული ბაზების დაკანონება, სსრკ-ს აღდგენა და პიონერის ყელსახვევის მოხვევა უნდა! ჩახედეთ თვალებში, ბატონებო! არ გრცხვენიათ ამ ბავშვების?
ამ ბავშვებმა ომის ქარ-ცეცხლი საკუთარ თავზე გადაიტანეს, მათ რუსეთის არმიამ ბავშვობა წაართვა. აგვისტოს ომის შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ დღესაც შიშის ქვეშ ცხოვრობენ და რუსის ჯარისკაცების სოფელში გამოჩენისთანავე ისევ უახლდებათ ტკივილი…
ეს საზღვრისპირა სოფლებში, მავთულხლართებთან სულ რამდენიმე მეტრში ერთი წლის წინ გადაღებული ფოტოებია. ნახეთ რამხელა სევდა დგას ამ პატარების თვალებში! ნახეთ როგორი სერიოზული სახეები აქვთ, ომმა მათ სიცილი წაართვა! აი, სწორედ ეს თვალები უნდა გაიხსენოს ყველამ, ვინც ოდესმე საქართველოში რუსული ბაზების დაკანონებას არა თუ ხმამაღლა იტყვის, არამედ თავისთვის ჩუმად გაიფიქრებს!
წლები გადის, მავთულხლართები კიდევ უფრო მეტად მოუახლოვდა მათ სახლებს!.. ბავშვების თვალებში ისევ სევდაა, მათთვის დრო მკურნალი არ არის.
მათთვის, რაც არ უნდა „რეცხოს“ მავანმა, რუსეთი ბოროტი ოკუპანტია!