უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს სახელმწიფო ღალატისთვის ბრალი წაუყენეს. ექს-პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და მის წინააღმდეგ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
იანუკოვიჩს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ექს-პრეზიდენტი დამნაშავედ სახელმწიფო ღალატში, ომის ხელშეწყობასა და დაგეგმვაში სცნეს. საქმე ეხება 2010 წელს რუსეთთან ე.წ. ხარკოვის შეთანხმებების ხელმოწერას.