ნოდარ სირბილაძე
ეკონომისტი
ახლა დაიდო ოფიციალური სტატისტიკა 2021 წლის ეკონომიკის ზრდის.
10.6%-ით გაზრდილა 2021 წელს ეკონომიკა 2020 წელთან შედარებით. ამას უწოდებენ ახლა ეკონომიკის “დუღილს”
სიანმდვილეში არც სასიხარულოდ გვაქვს საქმე და არც საამაყოდ. 2019 წელთან შედარებით ეკონომიკა 2021 წელს მხოლოდ 3.5%-ით გაიზარდა.
2019 წელს მდიდრები ვიყავით? არა რა თქმა უნდა, მაშინაც ღარიბები ვიყავით. და ამ პერიოდთან შედარებით ეკონომიკა მხოლოდ 3.5%-ით გაგვეზარდა.
განვმეორდები. ჩვენნაირი პატარა ეკონომიკა ყოველწლიურად ორნიშნა მაჩვენებლით უნდა იზრდებოდეს რომ რაიმე ხელშესახები პოზიტივი გვქონდეს. ამას კი სწორი ეკონომიკური პოლიტიკა სჭირდება. მაგრამ როგორც ყოველთვის ჩვენთან პოპულიზმი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეკონომიკური კანონზომიერების გათვალისწინება.