თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ტრადიციული ხასიათი მიიღო ქირურგის, საზოგადო მოღვაწის, პრეპარატ “კამელინის” ავტორის ბენედიქტე მაღლაკელიძის სახელობის სტიპენდიის გაცემამ წარჩინებულ და უმაღლესი მოსწრების სტუდენტებზე იმუნოლოგიაში.
ამჯერად ბენედიქტე მაღლაკელიძის სახელობის სტიპენდია გადაეცა მედიცინის ფაკულტეტის მე-3 კუსის სტუდენტს თინათინ მიგინეიშვილს.
ფარმაცევტულ-სამეცნიერო კომპანია “კამელინი” ულოცავს თინათინს, წარმატებას, მომავალში უფრო დიდ მიღწევებს უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში.
შეგახსენებთ
ბენედიქტე მაღლაკელიძის მიერ შექმნილმა პრეპარატმა ათწლეულების მანძილზე იხსნა უამრავი ადამიანის სიცოცხლე. მადლიერმა ქართველმა ერმა კი ბენედიქტე მაღლაკელიძე დაასახელა ყველა დროის 100 უდიდეს ქართველთა შორის.
ბენედიქტე მაღლაკელიძის სახელობის სტიპენდიანტი -თინათინ მიგინეიშვილი