საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 20 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 57 ადამიანი, ხოლო – 48 468 პირი გამოჯანმრთელდა.
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 65 829 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 40 367, PCR ტესტით – 25 462.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 30,88%, ბოლო 14 დღის – 31,06%, ბოლო 7 დღის – 33,18%
სულ აცრილია – 2 772 264, დღიურად აცრილია – 3 396.