ტელეკომპანია ახალის რუბრიკაში „თავისუფალი სიტყვა“ მორიგი ზარი შემოვიდა. ქალი, რომელიც რეკავდა, საკმაოდ სასოწარკვეთილი იყო.

-მე თუ მომკლავენ, თქვენ მაინც გეცოდინებათ სიმართლე და გთხოვთ, ბოლომდე მომისმინეთ-ეს იყო პირველი, რაც რესპოდენტმა გვითხრა. ქალის უსაფრთხოებისთვის და კონფედენციალურობიდან გამომდინარე მისი ხმაც შეცვლილი გვაქვს და არც ვინაობას ვამხელთ, თუმცა როგორც თავად გვითხრა-ყველაფერს მალე ხმამაღლა იტყვის და სახელსაც გაამხელს.

განსხვავებული ორიენტაციის გამო მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება, უნდა ქვეყნის დატოვება, მაგრამ ორი შვილი ჰყავს და მხოლოდ ეს აჩერებს, უნდა შვილებს სწორად აუხსნას, გული გადაუშალოს და იმედი აქვს ბავშვები გაუგებენ, თუმცა ეშინია, რადგან ის მეგობარ ქალს, რომელიც უკვე წასულია, შვილებმა ვერ გაუგეს, მასთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტეს და მხოლოდ ერთი შვილი ეკონტაქტება დედას და ისიც დამალულად.

მისი ტანჯვა ჯერ კიდევ მაშინ დაწყებულა, როცა სკოლაში სწავლობდა, სწორედ მაშინ მიხვდა, რომ სხვა გოგონებს არ ჰგავდა, იცოდა, რომ ოჯახი ვერ გაუგებდა, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა. მოსინჯა მშობლებთან დალაპარაკება, უთხრა, რომ განსხვავებული ორიენტაციის მეგობარი გოგონა ჰყავდა, მამის რეაქციამ შეაშინა – ასეთი შვილი რომ მყავდეს, თავს წავაჭრიო-ხოდა გოგოც გაჩუმდ, ბედს შეეგუა, ოჯახის ტრადიციები და ინტერესები გაითვალისწინა და გათხოვდა. როგორც თავად ამბობს, მაშინ დაიწყო ის დიდი ჯოჯოხეთი, რომელშიც დღემდე ცხოვრობს. -მხოლოდ ორი ბედნიერი დღე მქონდა, ჩემი შვილების დაბადება, მინდა გული გადაგიშალოთ, ვიცი საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ გამიგებს და ჩამქოლავს, მაგრამ გთხოვთ-მომისმინეთ, თუ მომკლეს ან თუ მოვახერხე და ქვეყნიდან წავედი, თქვენ მაინც გეცოდინებათ სიმართლე. კიდევ ერთი თხოვნა მაქვს, ძალიან მინდა ჩემი ნაამბობი სხვებმაც გაიგონ, იქნებ ვიღაც კიდევ იტანჯება ჩემსავით და ის მაინც დავიცვათ, უნდა მიხვდეს საზოგადოება, რომ ჩვენც ჩვეულებრივი ცოცხალი ადამიანები ვართ-გვითხრა ქალმა და აი რა გვიამბო:

-ადრეულ ასაკში მივხვდი, არ ვიყავი ჩემი მეგობარი გოგონებისნაირი, ვერ ვღებულობდი კომპლიმენტებს ყველაზე სიმპატიური ბიჭებისგანაც კი, სულ ვფიქრობდი, რომ მე და ეს ბიჭები თანაბრები ვიყავით, მაგრამ გოგონებში ვეძებდი დასაყრდენს. მერე მივხვდი, რომ ეს დასაყრდენი კი არა,სიყვარული იყო-ჩემებური, მაგრამ სიყვარული. ერთხელ ჩემს მშობლებთან საუბრისას ვთქვი, რომ ასეთი ამხანაგი მყავს, მამაჩემის რეაქცია იყო უმწვავესი-ასეთი შვილი რომ მყავდეს თავს წავაჭრიდიო. არ გამკვირვებია მისი სიტყვები, რადგან მე ისეთ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, თავიდანვე ვიცოდი ვერავინ გამიგებდა და ჩემს გრძნობებზე წინ ოჯახის ინტერესები დავაყენე და ჩემი ნების წინააღმდეგ გავთხვდი, აი ნამდვილი ჯოჯოხეთი მაშინ დაიწყო.

როცა პირველი შვილი შეგვეძინა, ქმარმა გაიგო ჩემი ორიენტაციის შესახებ, მიყვიროდა, მცემდა, დამჭრა კიდეც, შვილის წართმევით მემუქრებოდა და მაიძულებდა ცოლის მოვალეობის შესრულებას. თავს ვერ ვიკლავდი მხოლოდ იმიტომ, რომ შვილი მყავდა უკვე, მალე მეორეც შემეძინა. მერე ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც შემიყვარდა, მანაც იგივე გრძნობით მიპასუხა, გაგვიგეს, საშინელი გოლგოთა გამოვიარეთ, წარმოიდგინეტ, ჩემი მეგობარი დედის გასვენებაშიც კი არ მიუშვეს, მუდმივად ძალადობის მსხვერპლი იყო, ოჯახმა უარყო, შვილები არ ეკონტაქტებიან…ის დღეს უცხოეთშია, იმედი მაქვს იქ მაინც ისუნთქებს თავისუფლად, მეც მინდა წასვლა, სულ მეუბნება, რომ ჩავიდე მასტან, რადგან აქ ჩემთვის დარცენა სახიფათა, მან შეძლო და წავიდა, მეც ვფიქრობ, მაგრამ ჯერ ბავშვებს მინდა ავუხსნა ყველაფერი, ვუთხრა რომ ისინი საკუთარ თავზე მეტად მიყვარს, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის, რომ ასეთი განსხვავებული ვარ. მინდა სწორად ავუხსნა და ჩემგან გაიგონ, ვიდრე მამამისი და ახლობლები ეტყვიან საშინელებებს ჩემზე. დრო კი გადის, დაჭრილიც კი ვიყვი-მეუღლემ „ივაჟკაცა“. ახლა სახლში არ მძინავს, სახლის გვერდით სარდაფში ვცხოვრობ…

ჩემი ე.წ. “მეუღლე” სიკვდილით ემუქრება ჩემს მეგობარ ქალს, ის როგორც გითხარით წასულია უკვე ქვეყნიდან, მაგრამ მისი ოჯახიც და მეჩი მეუღლეც მინც ეძებენ და იმ ერტადერთ შვილს, რომელიც დედასთან ჩუმად კონტაქტობს, აიძულებენ გაამხილოს დედის ადგილსამყოფელი. მას რომ ვერ პოულობენ, ორმაგი აგრესია მოდის ჩემზე.

5 ივლისის მე და ცემი მეგობარი ერტად ვიყავით აქციაზეც, იქიდან ნაცემი მოვედი და სახლში მეუღლემ დამიმატა-საშინელ დღეში ჩამაგდო. მშობლები და ნათესავები არ მეკონტაქტებიან, ხალხი კეთროვანივით მიყურებს… ძალიან მეშინია, არ ვიცი რომ გათენდება თუ დამიღამდება და პირიქით. „მეუღლე“ დამუქრებულია-არ გაცოცხლებო. ერთი სული მაქვს წავიდე ამ ქვეყნიდან და რაღაცნაირად მეც შევძლო ადამიანური ცხოვრება. მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, გვერდით რომ მიდგანან, მამხნევებენ და საიდუმლოს მინახავენ. ძალიან მინდა ამ ჩემი მონაყოლით სხვა ჩემნაირი დავიცვა, საზოგადოება უნდა მივდეს, რომ ჩვენც ცოცხალი ადამიანები ვართ, ჩვენი ბუნება ასეა მოწყობილი და ეს ჩვენი ბრალი სულაც არ არის.

 

 

Leave a Reply