ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგანგებო სხდომის შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება,რომ ნატო კოლექტიური თავდაცვის კონტექსტში პირველად გამოიყენებს საპასუხო ძალებს – ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ვირტუალური სხდომის შემდეგ განაცხადა.
საუბარია ათასობით სამხედროზე, საჰაერო და საზღვაო ძალებზე, რითაც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი უკრაინის დახმარებას განაგრძობს.