მოქალაქე მარიამ ლომიძე კუთვნილ ბინას დაუთმობს უკრაინის
მოქალაქეებს რომლებიც ჩარჩნენ საქართველოში
მარიამ ლომაძე
ღმერთი შენსკენ, უკრაინა
სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი არასოდეს ყოფილა ჩემთვის
უამრავი რამ ვაკეთე მთელი დღე, თუმცა გონება განუწყვეტლივ იმ ხალხთან იყო, რომლის მსგავსი სიმწარე საკუთარ ტყავზე მაქვს ნაგრძნობ-განცდილი
2008 წელს საოცარი უსუსურობის განცდით შეპყრობილმა, ხელში მყოფ საკუთარ 8 თვის შვილს დავხედე და უნებლიედ წამომცდა – ღმერთო, ეს მაინც არ მყავდეს და დედას შევაჩეჩე
მახსოვს წაღვერის ე.წ ბანაკში გახსნილი თავშესაფარი ჩემი შვილის ტოლები, კიდევ უფრო პატარები და ოდნავ დიდებივიღაცას შიოდა, ვიღაცას ტანსაცმელი არ ჰქონდა, ვიღაცას უბრალოდ ყურის ტკივილის წამალი სჭირდებოდა წამში გაქრა ჩემი უსუსურობა და სიძლიერედ გარდაიქმნა
დაუღალავად დავრბოდი ჩემს მეგობრებთან ერთად და ვაგროვებდი ნებისმიერ რესურსს
სახეზე ნაკვთებწაშლილ ლევან-ს ვიხსენებ, დაღლილობისგან რომ ვეღარ მეტყველებდა სხვებს ეხმარებოდა და ეს ამხნევებდა
ხანძრის წინა ხაზზე მებრძოლი მამა მახსენდება და ყველას თვალებში გაბატონებული უიმედობა
ოხ, როგორ არ მინდოდა ეს კიდევ გვეგრძნო
და თუ მაინც ….
ქვეყანაში ჩარჩენილ ტურისტებს, ვინც დღეს თავშესაფრის გარეშეა, საცხოვრებელს ვთავაზობ როგორც ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავზე იგრძნო ის, რასაც ახლა განიცდის უკრაინა
პოსტი საჯაროა მეგობრებო 3-4 ადამიანი თავისუფლად მოთავსდება
და ისევ ღმერთი შენსკენ, უკრაინა