ოთარ აბესაძე
ეკონომისტი
ნუ შეგეშინდებათ საწვავის ფასის ზრდის
მოკლევადიან პერიოდში საწვავის ფასი გადაცდება 4 ლარს და ეს ტურბულენტობა იქნება მაისის ბოლომდე.
ეხლახანს დავასრულე კვლევა და არსებული ინფორმაციის ანალიზი. მაისიდან ნავთობის მოპოვების სიხშირის ზრდის შედეგად ზაფხულში ბარელის სავაჭრო ფასი დარეგულირდება 50-60 დოლარის ფარგლებში.
თუ სახელმწიფომ მომდევნო 6 თვის პერიოდში დაიჭირა ინფლაცია და დოლარის კურსი დაასტაბილურა 2.5 ლარზე საწვავის ფასი იქნება 1 ლიტრის საშუალოდ 2 ლარი.
ჯერი სახელმწიფოზეა:
მოახდინოს ინფლაციის დაწევა
ჩაატაროს საგადასახადო რეფორმა
დაასტაბილუროს დოლარის კურსი 2.5 ლარზე.
ამისთვის რაუნდა გააკეთოს:
გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა
მოიზიდიოს ამ სტატუსის ქვეშ ახალი ინვესტიციები
გადავიდეს მცირე მთავრობის მოდელზე
დახარჯოს ხარჯვითი ნაწილიდან ბიუჯეტის 5 მილიარდი ლარით ნაკლები
ჩაატაროს საგადასახადო რეფორმა
გაუქმდეს საწვავზე აქციზის გადასახადი
დღგ – გადავიდეს მცურავ რეჟიმზე და დადგეს 10% -ზე.
ეს არის ერთადერთი, ხაზს ვუსვამ ერთადერთი რეალურად მიღწევადი გამოსავალი