ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებას:
„საქართველოში ბენზინის ფასები ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია. მსოფლიოში, 99 ქვეყანაა ისეთი, სადაც უფრო მაღალია ფასი ბენზინზე, ვიდრე საქართველოში. საშუალო ფასსაც თუ შევადარებთ ევროპაში, დაახლოებით 60%-ით ძვირია ბენზინის ფასი, ვიდრე საქართველოში“
ეკონომისტი ოთარ აბესაძე საჯაროდ პასუხობს:
ეხლა აგიხსნით დეტალურად თუ რატომ უნდა მოხვიდეთ დღეს 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე აქციაზე
ევროპაში, გერმანიაში არის მინიმალური სახელფასო ზღვარი. საათში 10 ევრო და 78 ცენტი.
ადამიანს შეუძლია იმუშაოს მინიმუმ დღეში 8 საათი და თვეში 24 დღე.
ამ მოცემულობით მინ. ხელფასი გამოდის საშუალო სტატისტიკური (დასაქმებული) გერმანელის 2 069 ევრო.
გერმანიაში 1 ლიტრი საწვავი ღირს 2.1 ევრო. საშუალო მოხმარების კალკულაციით ადამიანი თვეში იყენებს 250 ლიტრ საწვავს ანუ გერმანიის მაგალითზე 525 ევროს, რაც საშუალო სტატისტიკური გერმანელისთვის (დასაქმებული) ხელფასის 25-30 % – ს შეადგენს.
საქართველოში ოფიციალურად საშუალო ხელფასი 1 428 ლარია და აქაც რომ 250 ლიტრზე ვიანგარიშოთ 1075 ლარი გამოგვდის საწვავის ხარჯი ანუ ხელფასის 70% ზე მეტი
ბატონო მინისტრის მოადგილევ, ამას ქვია ფულის მაყიდველუნარიანობა.
ამ ყველაფერში უდიდესი დრამა არის ის, რომ ჩვენ ამ კაცს გადასახადის გადამხდელები ყოველ თვე 5 000 ლარამდე ვუხდით ხელფასს, დადის ჩვენს მიერ ნაყიდი მანქანით და ისხავს ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით ნაყიდ საწვავს.
აი ამიტომ უნდა მოხვიდეთ დღეს!
შეგახსენებთ:
14:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება აქცია საწვავის ფასების წინააღმდეგ
https://www.facebook.com/photo/?fbid=346670154146331&set=a.233047458841935