რამდენიმე დღის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თეთრწყაროში „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებელს თავს დაესხნენ. მდგომარეობაში გასარკვევად გადამღები ჯგუფი ადგილზე ჩავიდა და მამაკაცი სახლში მოინახულა. ს.ბ. მწოლიარე დაგვხვდა, ლაპარაკიც უჭირდა.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებელი იყო, მამაკაცმა დაადასტურა და ისიც გვითხრა, რომ სწორედ ამის გამოა მასზეც და მის ოჯახზეც აგრესია და ძალადობა როგორც ხელისუფლების, ასევე „ხელისუფლების ქუდის ქვეშ მყოფი ზონდერების“ მიერ.
მისივე თქმით, ბოლო ასეთი ძალადობის დროს მას, მის ძმას და შვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამივენი დასისხლიანებულნი იყვნენ, ს.ბ.-ს ესროლეს, ტყვია ფეხში მოხვდა, მისი შვილი 3 დღე გატაცებული იყო და ახლა ემოციურ შოკშია.
ს.ბ. ამბობს, რომ მისი ძმაც მძიმე მდგომარეობაშია.
ჩვენს კითხვაზე-მიმართა თუ არა სამართალდამცველებს, გვითხრა, რომ საავადმყოფოშვე მისცა ჩვენება, თუცა ჯერ რეაგირება არ არის და არ ც სჯერა, რომ პოლიცია „ოცნების“ წინააღმდეგ წავა. მამაკაცმა ისიც გვითხრა, რომ ექსპერტიზის დასკვნებიც აქვს როგოც მას, ასევე მის ძმას, თუმცა ხელისუფლების მხრიდან მუქარების მერე საქმის გამოძიების არ სჯერა.