ტელეკომპანია ახალზე გასული სიუჟეტის შემდეგ, სადაც საუბარი იყო სიღნაღში, კულტურის ისტორიულ ძეგლზე ფარეხის მიშენებაზე
იხ.ვიდეო
დაგვიკავშირდა ნანა თოდაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მასალა სიმართლეს არ შეესაბამება და ეს სამუშაოები მიმდინარეობს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რაც შეეხება ავტოფარეხს, ის აშენებულია 1952 წელს.
ნანა თოდაძე.
-მართალია ჩემი სახელი სიუჟეტში არ არის ნახსენები, მაგრამ საუბარი მიდის ჩემს ავტოფარეხზე და არასწორი ინფორმაციაა თქვენამდე მოსული.
ეს სამუშაოები მიმდინარეობს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ავტოფარეხი კი აშენებულია 1952 წელს, რომელიც ჩვენმა ბაბუამ შეიძინა სახლთან ერთად ვინმე ტყავაძისგან, ამის დამადასტურებელი ხელწერილიც არის.
აღიარებითი კომისია ამტკიცებდა ჩვენს საკუთრებაში, მაგრამ დაიწყო რეგისტრაცია მთელი რაიონის მასშტაბით და 2024 ისთვის გადაიტანეს სიღნაღი და ამის გამო დროებით შეჩერდა გადაფორმება.
ამ ეტაპზე დაიწყო სიღნაღის რეკონსტრუქცია, უშუალოდ ჩვენი ჭავჭავაძის ქუჩის და აიღეს შუა წერტილი და მოხვდა ჩვენი ავტოფარეხი და მოპირკეთდა გვერდითი კედელი, არანაირ შეხებაში არ არის ძეგლთან, პირიქით ქუჩა აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტით, იქნება სათვალთვალო კამერები, კეთდება საბავშვო პატარა მოსასვენებელი სკამებით.