ბესლანი – პუტინის კიდევ ერთი უდიდესი დანაშაული და ბინძური ამბიცია.

ბესლანის ტრაგედიის 3 დღიანი ჯოჯოხეთიდან 18 წელი გავიდა.

2004 წლის 1 სექტემბერი.

ქალაქი სრულად გლოვამ მოიცვა.დაღუპულები ძველმა სასაფლაომ ვერ დაიტია. ახალ სასაფლაოზე 333 ადამიანი ტალახსა და ცრემლში დამარხეს. მოგვიანებით საფლავები მოაპირკეთეს და ორი მემორიალი აღმართეს. სასაფლაოს ანგელოზების ქალაქი უწოდეს.

 სკოლაში რამდენიმე ათეული შეიარაღებული პირი შეიჭრა, სკოლიდან გასასვლელი ყველა გზა ჩაკეტეს და იარაღის მუქარით ბავშვები, მშობლები და სკოლის თანამშრომლები შენობაში შეყარეს. გაქცევა მხოლოდ 50-მდე უფროსკლასელმა შეძლო. თავდამსხმელებმა   1 128 მძევალი აიყვანა.

10:30 წუთი.  სკოლის მიმდებარედ საგანგებო შტაბი შეიქმნა. ამ დროისთვის ფედერაციის მაშინდელი და რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვიზიტით სოჭში იმყოფებოდა. პუტინმა შეხვედრა შეწყვიტა და ბესლანის ნაცვლად მოსკოვში გაფრინდა, საიდანაც ანტიტერორისტული სპეცოპერაციისთვის უნდა ეხელმძღვანელა.

სანამ საგანგებო შტაბი იკრიბებოდა სკოლაში მძევლებს ბარიკადები გაამზადებინეს. ყველა ფანჯარა და კარი სკამებით, მაგიდებით და ადამიანებით ჩაიხერგა. ეს გარანტია იყო, რომ სნაიპერები სროლას არ დაიწყებდნენ.

მძევლები სკოლის სხვადასხვა სივრცეში გადაანაწილეს: კლასებში, გასახდელებში, სამზარეულოში. მათი დიდი ნაწილი სპორტდარბაზში მოხვდა. თავდამსხმელებმა დარბაზში სხვადასხვა ადგილას ხელნაკეთი ბომბები დაამაგრეს.

თავდამსხმელების გადაღებულ კადრებში სახელად “მხიარულების დრო”, რომელიც რუსულმა ტელეკომპანია NTV-მ გაავრცელა ჩანს, რომ პრაქტიკულად მთელი დარბაზი დაქსელილია მავთულებით, რომლებიც ბომბებს უკავშირდება. კადრებში ისმის რუსულენოვანი საუბარი: “მოიცადეთ, ბავშვები ჯერ არ შემოიყვანოთ”. ჩანს, რომ მძევლებს საპირფარეშოში გასვლისა და დარბაზში გადაადგილების უფლებას აძლევენ.

გადარჩენილები ყვებიან, რომ სიტუაცია მალევე შეიცვალა. მათ ოსურად და ნებისმიერ სხვა ენაზე საუბარი აუკრძალეს, რუსულის გარდა. აიკრძალა ხმაური, ტირილი და ერთმანეთთან საუბარიც.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა დარბაზშივე მოკლეს მძევალი, რომელმაც ოსურ ენაზე მიმართა ბავშვებს და მათ დამშვიდებას ცდილობდა. ყვებიან იმასაც, რომ ერთი კაცი ყველას დასანახად სიკვდილით დასაჯეს, რადგან ბავშვებისთვის წყალს ითხოვდა. ერთი კი მუხლებზე დადგომაზე უარის თქმის გამო ჩაცხრილეს. კადრებში ჩანს სისხლის კვალი, რომელიც, სავარაუდოდ, გვამის გატანისას დარჩა.

მძევლებს მასწავლებლებისთვის მიტანილი ყვავილებისა და ფოთლების ჭამა მოუწიათ. წყალს კი ბინძური ვედროდან სვამდნენ, რომელიც ძალიან იშვიათად შეჰქონდათ. სიცხის გამო ბავშვების უმეტესობა ან ტანსზევით შიშველი იყო, ან საცვლებით იჯდა.

პარალელურად, სკოლასთან ხალხი იკრიბებოდა და პასუხებს ითხოვდა. მძევლების ოჯახის წევრები და ნათესავები სიებს ადგენდნენ, რომ ოფიციალურ ორგანოებს დატყვევებულთა ზუსტი რაოდენობა სცოდნოდათ.

ბესლანში მსოფლიო მედიამ მოიყარა თავი. ამ დროისთვის ჩრდილოეთ ოსეთში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ჩაიკეტა საზღვარი საქართველოსთან, საჯარო თავშეყრის ადგილებში პოლიციის რაოდენობა გაიზარდა, სკოლის მიმდებარედ კი ჯავშანტექნიკა გამოჩნდა.

მეორე დილას, 2 სექტემბერს მძევლების მდგომარეობა უფრო დამძიმდა და თავდამსხმელების დამოკიდებულებაც უფრო აგრესიული გახდა.

14 საათზე პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველი ბრიფინგი გამართა. მიმართვის დასაწყისში მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, უმეტესი დრო კი არა მომხდარზე, არამედ რუსეთის ფედერაციასა და საბჭოთა კავშირის დაშლაზე საუბარს დაუთმო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომი, რომელშიც დათმობას არ აპირებდა. მანვე წინააღმდეგობის გაწევის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საზოგადოებას ტერორისტების ერთობლივი ძალისხმევით დამარცხებისკენ მოუწოდა.

“ჩვენ სისუსტე გამოვიჩინეთ და სუსტებს სცემენ… ტერორისტები ფიქრობენ, რომ ჩვენზე ძლიერები არიან. მათ ჰგონიათ, რომ შეგვაშინებენ თავისი სისასტიკით და გახლეჩენ ჩვენს საზოგადოებას.

ამავე დღეს ბესლანში ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტი რუსლან აუშევი ჩავიდა და თავისი ინიციატივით მოსალაპარაკებლად შევიდა. ტერორისტებს გადაღებული აქვთ აუშევისა და სკოლის მძევალი დირექტორის შეხვედრაც. წარწერის მიხედვით 2 სექტემბრის 16:16 საათია.

“მე, რა თქმა უნდა, პუტინთან ვერ მოვხვდები, მაგრამ მასაც ძალიან, ძალიან ვთხოვ ბავშვებისთვის, არა 354-სთვის, როგორც გამოაცხადეს, არამედ, დაახლოებით, 1 300 ადამიანისთვის”

აუშევმა ამ ინფორმაციასთან ერთად სკოლიდან 24 ადამიანი გამოიყვანა. ეს იყო პირველი შედეგიანი მოლაპარაკება 2 დღის განმავლობაში.

აუშევს თავდამსხმელებმა გადასცეს შამილ ბასაევის წერილი და მოთხოვნები, რომლის გამოც ტერაქტი დაიგეგმა. ეს წერილი წლების წინ პრავდა ბესლანას ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბასაევის შეთავაზების მთავარი გზავნილი იყო “დამოუკიდებლობა უსაფრთხოების სანაცვლოდ”. ის ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანასა და რესპუბლიკის დამოუკიდებლობას ითხოვდა. ასევე, მოითხოვდა მუსლიმებისთვის რელიგიის თავისუფლებას რუსეთის ფედერაციის მთელ ტერიტორიაზე. ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში კი პირობას დებდა, რომ არცერთი რუსი მუსლიმი ხელისუფლების წინააღმდეგ არ იბრძოლებდა, ჩეჩნეთი დსთ-ში შევიდოდა და რუსეთის წინააღმდეგ არცერთ პოლიტიკურ ან ეკონომიკურ გაერთიანებაში არ ჩაერთვებოდა.

“ვლადიმერ პუტინ, ეს ომი შენ არ დაგიწყია, მაგრამ შენ შეგიძლია დაასრულო, თუ გეყოფა კაცობა”, —წერდა ბასაევი.

პუტინი კი ჩეჩნეთის დაკარგვას არაფრის ფასად აპირებდა.

ჯოჯოხეთის მე-3 დღე.

დილას 6 საათისთვის სკოლიდან სროლა დაიწყო, რაც თავდამსხმელებმა იმით განმარტეს, რომ ეზოში მოძრაობა შენიშნეს. გავრცელებული ინფორმაციით, სროლისას რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, თუმცა შტაბი ამას უარყოფდა.

09:20 საათზე საგანგებო შტაბის ბრძანებით სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხო ზონამ 100 მეტრით უკან დაიწია. მოსახლეობა ამ ფაქტმა შეაშინა, მაგრამ შტაბმა განუმარტა, რომ ამის მიზეზი სკოლიდან სროლა გახდა. 11:15 საათზე ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი მოსახლეობას შეხვდა, და პირველად გააჟღერა ინფორმაცია დაახლოებით 900 მძევალზე.

სავარაუდოდ, აუშევის შუამდგომლობით ტერორისტებმა  საგანგებო შტაბს, რომ ეზოდან დაღუპულების გვამები გაეტანათ. 12:55 საათზე ეზოში 4-კაციანი ჯგუფი შევიდა. მათ თან ჰქონდათ მობილური, რომლითაც სკოლაში მყოფებთან იყვნენ კონტაქტზე.

ეზოში შესვლიდან რამდენიმე წუთში, 13:03 საათზე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. თავდამსხმელებმა მაშველებს ცეცხლი გაუხსნეს. ორ წუთში გაისმა მეორე აფეთქებაც და დარბაზში ცეცხლი გაჩნდა. ეზოში მძევლები გამოჩნდნენ.

ნახევრად შიშველი ბავშვები გასასვლელისკენ გარბოდნენ. მათი მიმართულებით თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს.

თავდამსხმელებს ცეცხლით უპასუხა 58-ე არმიამ, სპეცრაზმმა და ადგილობრივებმა, რომლებიც საკუთარი ინიციატივით მივიდნენ შეიარაღებულები. ეზოში დარბოდნენ შეუიარაღებლებიც და ორმხრივი ცეცხლის მიუხედავად ბავშვები გამოჰყავდათ.

ორმხრივი სროლა რამდენიმე საათი გაგრძელდა.სპეცრაზმს შტურმი გაუჭირდა, რადგან თავდამსხმელებს შენობაში ბარიკადები ჰქონდათ მოწყობილი და მძევლებს ცოცხალ ფარად იყენებდნენ.

თვითმხილველები ამბობდნენ, რომ არასწორი ბრძანების გამო შტურმის დროს სპეცრაზმისა და არმიის ქმედებებმა მძევლების დიდი ნაწილი იმსხვერპლა.ბესლანში დღემდე ამბობენ, რომ რომ ხელისუფლებამ ჯავშანტექნიკა ჯერ კიდევ მაშინ გამოიყენა, როდესაც სკოლაში მძევლები იყვნენ. პასუხისმგებელი პირები ბრალდებას უარყოფენ. მათი თქმით, 18 საათზე ყველა მძევალი გაათავისუფლეს და სპეცდანიშნულების რაზმებმა შენობის გაწმენდა დაიწყეს.

4 სექტემბერს სუს-მა რომ ოპერაციამ “წარმატებით” ჩაიარა “ოფიცრების სიცოცხლის ხარჯზე”. მალე კი ცნობილი გახდა, რომ “წარმატებულმა ოპერაციამ” 333 ადამიანი იმსხვერპლა. თითქმის იმდენი, რამდენ მძევალზეც ავრცელებდნენ ინფორმაციას.

ანგელოზების ქალაქი

4 სექტემბერს ბესლანელები პირველი სკოლის დარბაზის ნანგრევებში შეიკრიბნენ. აქ დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად მემორიალური კედელი მოეწყო.

დარბაზი დაღუპულთა ფოტოებით, სათამაშოებით, პირადი ნივთებით, ყვავილებითა და წყლის თავღია ბოთლებით მოირთო. წყალს ყველაზე დიდი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მძევლებს ყველაზე მეტად ის აკლდათ.

ქალაქი სრულად გლოვამ მოიცვა.დაღუპულები ძველმა სასაფლაომ ვერ დაიტია. ახალ სასაფლაოზე 333 ადამიანი ტალახსა და ცრემლში დამარხეს. მოგვიანებით საფლავები მოაპირკეთეს და ორი მემორიალი აღმართეს. სასაფლაოს ანგელოზების ქალაქი უწოდეს.

ხელისუფლება #1 სკოლის დანგრევას აპირებდა. მოსახლეობამ არაფრით დათმო ადგილი,დარბაზი რკინის კონსტრუქციით შემოღობეს და ოქროსფრად შეღებეს. შიგნით მართლმადიდებლური ჯვარი აღმართეს. იყო იდეა ეკლესიის აშენებაზეც, რასაც მოსახლეობა არ დათანხმდა, რადგან დაღუპულთა ნაწილი სხვა აღმსარებლობის იყო.

 

 

 

Leave a Reply