იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთ ვაკანტურ ადგილზე 32 კანდიდატია წარდგენილი.
პარლამენტის ინფორმაციით, კონკურსში განაცხადები წარადგინეს შემდეგმა კანდიდატებმა:
- გოგა კიკილაშვილი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (მკვლევარი),
- თეიმურაზ ჯერვალიძე – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარ კონსულტანტი,
- რუსუდან კვინიკაძე – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარ კონსულტანტი,
- კარლო ბზიშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი,
- ხათუნა ლორია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,
- ალექსანდრე კურცხალია – სამართლის დარგის სპეციალისტი,
- ტრისტან ბენაშვილი – სამართლის დარგის სპეციალისტი,
- ლია მუხაშავრია – სამართლის დარგის სპეციალისტი,
- კახა წიქარიშვილი – სამართლის დარგის სპეციალისტი,
- გია ლილუაშვილი – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი,
- ლიკა საჯაია – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი,
- ზურაბ აზნაურაშვილი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი,
- იოსებ ვარძელაშვილი – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სრული პროფესორი,
- ნოდარ პაპუკაშვილი – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი,
- თამარ მახარობლიძე – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,
- როინ მიგრიაული – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი,
- გიორგი ტურაზაშვილი – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი,
- სოფიო სოხაძე – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი,
- მანუჩარი კოკოჩაშვილი – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი,
- ზურაბ გურასპაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი,
- ლევან ნემსაძე – სამართლის დარგის სპეციალისტი,
- გრიგოლ გაგნიძე – ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის თავმჯდომარე; ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი,
- ავთანდილ კახნიაშვილი – თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,
- ანა აბაშიძე – ა(ა)იპ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი,
- ზაზა ბუაჩიძე – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი,
- ნინო ნიშნიანიძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი,
- დიმიტრი ხაჩიძე – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი,
- ალექსანდრე კობაიძე – ა(ა)იპ ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე,
- სულხან სალაძე – კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების პროგრამის ხელმძღვანელი (ღია სივრცე კავკასია); საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი,
- გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის უფროსის მოადგილე,
- გიორგი გზობავა – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი,
- ვიქტორ ახალბედაშვილი – სამართლის დარგის სპეციალისტი.