ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციისა და ტოლერანტობის მიუხედავად, საქართველოში ჯერ კიდევ დევნიან განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანებს. ამის ნათელი მაგალითია დედა-შვილი ლ.ზ. და გ.რ.
ყველაფერი 2020 წელს დაიწყო, მაშინ, როცა გაცხადდა, რომ გ.რ. განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის იყო. ტრადიციულ ქართულ ოჯახში გაზრდილ ბიჭს მამამ არ აპატია და პირველი ფიზიკური დაპირისპირება სწორედ მამა-შვილს შორის მოხდა, მერე როგორც ხდება ჩაერია ნათესაობა და ბიჭს ცხოვრება ამ დღიდან მოყოლებული ჯოჯოხეთად ექცა, თუმცა არა მხოლოდ მას, დედასაც, რომელშიც დედაშვილურმა გრძნობამ სძლია ფრაზას-„რას იტყვის ხალხი“ და მამასაც, რომელსაც შვილის სახელის გაგონებაც აღარ უნდოდა და ახლობლებისგან ბულინგის მსხვერპლი გახდა. კაცმა ვერ გაუძლო ამდენ დაცინვას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას და 2020 წლის 19 მარტს გულის შეტევით გარდაიცვალა. მამის გასვენებაში გ.რ.-ს ბებია და ბაბუა დაუპირისპორდნენ, შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც შვილიშვილს, ისე რძალს. ამ დღის მერე ოჯახში მუდმივი დაძაბულობა იყო, 11 სექტემბერს კი, ბიჭის დაბადების დღეს საქმეში ბიძებიც ჩაერთვნენ და უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდნენ. საკუთარ დაბადების დღეზე სასიკვდილოდ სცემეს ბიჭი და რძალს, როგორც „ოჯახის შემარცხვენელის აღმზრდელს“ მოსთხოვეს დაეტოვებინათ ქვეყანა, თუ არადა თავისი თავისთვის დაებრალებინა რაც მოხდებოდა.
დედა-შვილმა საცხოვრებელი გამოიცვალა, მაგრამ ნათესავებმა მაინც მიაგნეს და 2021 წლის 12 აგვისტოს უკვე ბათუმში დაესხნენ თავს. ქალი გააფრთხილეს, რომ მალე შვილზე შავებს ჩაიცმევდა, თუ საერთოდ არ გადაიკარგებოდნენ ქვეყნიდან. მერე იყო 11 ნოემბერი, ლ.ზ.-ს დაბადების დღე, სადაც ბიძაშვილმა რძალიც სცემა და ძმისშვილიც.
მამის მარდაცვალების ორიწლისთავზე, დედა-შვილი ჩუმად მივიდა სასაფლაოზე, მაგრამ ნათესავები ელოდებოდნენ და საფლავზეც ფიზიკურად იძალადეს მათზე. ბიჭის შესახებ ინფორმაციას ყველგან ავრცელებდნენ, გ.რ.-ს სექსუალური ორიენტაციის შესახებ უკვე უნივერსიტეტშიც გაიგეს და 1 სექტემბერს ბიჭმა შეურაცხყოფა უკვე ლექტორისგანაც მიიღო.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩვენ მეზობელს, ლ.ჯ. -ს დავუკავშირდით, რომელმაც განაცხადა, რომ თუ დედა-შვილი ქვეყანაში დარჩება, მათი სიკვდილი გარდაუვალი იქნებაო. როგორც სატელეფონო ცანაწერში ისმის, ქალმა ისიც გვითხრა, რომ სხვა მეზობლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ დედა-შვილზე ზეწოლის ფაქტები, რადგან ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ისმოდა მათი სახლიდან ყვირილის ხმა.
ნათესავები აიძულებდნენ ყველა ხერხით, რომ დაეტოვებინათ ქვეყანა და დედაც იძულებული გახდა საზღვარგარეთ გაეპარებინა შვილი, რადგან ბოლო წვეთი იყო, როცა ბიძაშვილი 1 დეკემბერს იარაღით დაადგა და პირდაპირ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
იმისთვის, რომ სიუჟეტში მხოლოდ ერთი მხარე არ ყოფილიყო, ჩვენ ქალის დედამთილს დავუკავშირდით, მაგრამ როგორც კი გაიგო რა თემაზე ვრეკავდით, კომენტარზე უარი გადაცხადა და გათიშა.
ლ.ზ. და გ.რ. საზღვარგარეთ გაიქცნენ და ახლა არავინ იცის როგორ წარიმართება მათი ცხოვრება თუ იქაც მიაგნეს ნათესავებმა.