ხანგრძლივად და მძიმედ მიმდინარე ქონიკული დაავადებების, ხშირი მწვავე რესპირატორული ან ბაქტერიული ინფექციების (3-4ჯერ წელიწადში) დროს სუსტდება იმუნიტეტი.
იმუნური სისტემის მუშაობის კორექციის ყველაზე სარწმუნო გზა არის საკუთარი დამცველი ძალების აღდგენა, რისთვისაც გამოიყენება იმუნომოდულატორები, მათ შორის ყველაზე ოპტიმალური არის ბუნებრივი წარმოშობის იმუნომოდულატორების მოხმარება. იმუნომოდულატორები შედის იმ დაავადებათა მკურნალობის სქემებში, რომლებიც მიმდინარეობს გამოხატული იმუნოდეფიციტით. დასუსტებულ იმუნურ სისტემას უფრო ადვილად და სწრაფად ერევა სხვადასხვა ინფექციები. ამ დროს საჭიროა იმუნომოდულატორების ჩართვა. ეს ის პრეპარატებია, რომლებიც არეგულირებენ იმუნური სისტემის მუშაობას. სწორედ უნიკალური თვისებების ბუნებრივი წარმოშობის უძლიერესი იმუნომოდულატორია „კამელინი“.
მრავალი კვლევებით „კამელინის“ იმუნომოდულირებელი თვისების გამოვლენამ მისი ეფექტურობის მექანიზმი ახსნა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ პათოგენეზში ადგილი აქვს იმუნოპათოლოგიურ ფაქტორებს.
“კამელინი“ 100%–ით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატია, არატოქსიკური და ჰიპოალერგიული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხანგრძლივი იმუნოდეფიციტი ორგანიზმში ზრდის მრავალი დაავადების რისკს, აქედან გამომდინარე კი იმუნომოდულატორის ჩართვა პროფილაქტიკური მიზნით თავიდან გვაცილებს ამის საფრთხეს. საქართველოში „კამელინის“ იმუნომამოდულირებელი თვისება კლინიკური კვლევების საფუძველზე (ტუბერკულოზის, დამწვრობით გამოწვეული პათოლოგიების და სტომატოლოგიური დაავადების დროს) შეისწავლა თსსუ–ს სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის იმუნორეაბილიტაციის განყოფილების გამგემ, პროფესორმა ბორის კორსანტიამ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა კამელინით მკურნალობის მაღალი თერაპიული ეფექტი და უპირატესობა სხვა ტრაციულ მკურნალობასთან მიმართებაში, ასევე იმუნური სისტემის სრული ნორმალიზაცია.
პრეპარატ „კამელინის“ გამოყენება კაფსულების სახით ყველა შემთხვევებში მიზნობრივია, განსაკუთრებით პროფილაქტიკური თვალსაზრისით. ქართული წარმოების 5 ფორმის პრეპარატი „კამელინ მ1“– ინექცია, „კამელინ მ2“– კაფსულა, „კამელინ მ3“–მალამო, „კამელინ მ 4 „– სანთლები და „კამელინფლუ–სპრეი გამოიყენება – სიმსივნური დაავადებების, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების, გინეკოლოგიური, პროქტოლოგიური, სახსრების დეგენერაციულ–დისტროფიული და სხვა დაავადებების დროს. საქართველოში, ყოველწლიურად, სიმსივნის დაახლოებით 10,000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. თანამედროვე მედიცინაში ტრადიციულ ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად, სულ უფრო ფართოდ გამოიყენება იმუნომოდულატორული მედიკამენტები. ,,კამელინის“ წინაკლინიკურმა და კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა მისი როგორც ციტოტოქსიური მოქმედება უშუალოდ სიმსივნეზე, ასევე იმუნური ზედამხედველობის გაძლიერება სიმსივნურ პროცესებზე. კამელინი ასუსტებს ქიმიოთერაპიით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს. კამელინით მკურნალობა საგრძნობლად ამცირებს სიმსივნის რეციდივირებისა და მეტასტაზების წარმოქმნის რისკს.
პრეპარატ კამელინის 5-ივე ფორმა იყიდება ყველა სააფთიაქო ქსელში
გაიცემა ურეცეპტოდ!
კონსულტაცია უფასოა! ტელ: 599230333, 599331089