უნიკალური კავკასიური ფუტკრის თაფლისაგან დამზადებული კოსმეტიკურ-გამაჯანსაღებელი პროდუქტები მელიფერატისაგან 100%-ით ბუნებრივი მალამო, სპრეი, კაფსულები და წვეთები ახლა უკვე აფთიაქებში!

წარმოებულია ფარმაცევტულ-სამეცნიერო კომპანია “კამელინის” მიერ მრავალწლიანი წარმატებული ისტორიის კვალდაკვალ საინფორმაციო სააგენტო „ ახალი“ მუდმივად წერს და აშუქებს ქართულ ფარმაცევტულ-სამეცნიერო კომპანია კამელინის მიერ წარმოებულ უნიკალური 5 ფორმის (ამპულა, კაფსულა, მალამო, სანთელი, სპრეი) პრეპარატის გარშემო ყველა სიახლეზე, საერთაშორისო- ადგილობრივ წარმატებაზე, გაცნობთ მადლიერი პაციენტების გამოხმაურებებსა და საჯარო კომენტარებს „ახალმა“ 2021 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა ინფორმაცია კამელინის პროდუქციის Melliferat-ის სახელით დარეგისტრირების შესახებ ინფორმაცია ევროპასა და გაერთიანებულ სამეფოში იხ. სტატია https://akhali.ge/2021/12/17/15163/?fbclid=IwAR1bXsQhHyY6gG4M1UQUTuU6EsWScIkLG_xGAMMh6VMNRrQgZaeyQaXbFXE

იმუნური სისტემის გაძლერებისა და ჯანმრთელობის ყოველდღიური მხარდაჭერის ფარგლებში Camelyn-Melliferat-ის გუნდის ერთობრივი პროექტის შედეგად გამოვიდა კამელინის 4 სახის პროდუქტი: Melliferat -ის-კაფსულები, მალამო, სპრეი და წვეთები, რომლებიც უკვე საქართველოშიც, კერძოდ პსპ-ს სააფთიაქო ქსელებშიც იყიდება გვესაუბრება გიორგი დათუკიშვილი– ფარმაცევტი, კონსულტანტი ხარისხის მენეჯმენტში, Camelyn-Melliferat გუნდის წევრი

ბ.ნო გიორგი, როგორც ვიცით თითქმის 2 წელია, რაც კამელინის პროდუქცია Melliferat-ის სახელით ევროპასა და გაერთიანებულ სამეფოში დარეგისტრირდა, დღეს უკვე საქართველოშიც გამოჩნდა Melliferat-ის სახელით ფარმაცევტულ-სამეცნიერო კომპანია “კამელინის” მიერ წარმოებული 4 სახის პროდუქტი, გვესაუბრეთ ამ ერთობლივ პროექტზე.

-მოგეხსენებათ ქართული სამკურნალო საშუალება კამელინის 5- ივე პროდუქტი მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან, რომლის შემადგენლობაშიც შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები- ალდეჰიდები, ორგანულიმჟავები, ფენოლები, კეტონები. სწორედ ამიტომ გაჩნდა იდეა, ამ განსაკუთრებული სახეობის თაფლის სასიკეთო მოქმედება ყოველდღიურ ცხოვრებაში მოვაწოდოთ ადამიანებს, პირველ რიგში იმუნური სისტემის გამართულად ფუქნციონირებისთვის.

-როგორ ფიქრობთ რით გაუწევს კონკურენციას მელიფერატის მალამო, სპრეი, კაფსულები და წვეთები სხვა ანალოგიური ჩვენების მქონე პროდუქციას? ანუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენლობა, რომელიც სასარგებლოსთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაწილი გახდეს?

-მოგეხსენებათ კამელინისა და მელიფერატის ერთობლივი პროექტის მიზანი გახლდათ იმუნური სისტემის გაძლიერება და ჯანმრთელობის მხარდაჭრა ყოველდღიურობაში, რომელიც აუცილებლად მოიაზრებს 100% -იან ნატურალურ პროდუქტს, რომლის მიღება საკვები დანამატის სახით იქნება ჩართული ყოველდღიურობაში იმუნური სისტემის მოსაძლიერებლად. კამელინი კი გახლდათ სწორედ ის ნატურალურ ნივთიერებათა ჯგუფი, რომლის ბაზაზეც მივიღეთ მელიფერატის სახელით წარმოებული 4 სახეობის პროდუქტი. 2 წელია მთელი ევროპა ეძებს ამ პროდუქტის კონკურენტს, საბოლოოდ კი ერთხმად აღნიშნავენ რომ ამ პროდუქტის კონკურენტი მხოლოდ თაფლია, მელიფერატის პროდუქტში შემადგენელი ყველა გამაჯანსაღებელი ნივთიერების ერთობლიობაა. თაფლის პეპტიდები, რომელიც განაპირობებს იმუნური სიგნალის გაძლიერებას ორგანიზმში, 100%-ით ნატურალური და მათი ყოველდღიური მიღება ჩვენი დაცვის “ფარს” ანუ იმუნიტეტს უფრო საიმედოს გახდის, აღნიშნული პროდუქცია ერთდროულად გამოირჩევა ანტიოქსიდანტური და ანტისეპტიკური თვისებებით.

-როგორც ვიცი Melliferat-ის მალამო უკვე ამაზონზეც გამოჩნდა….

   

-დიახ, მელიფერატის მალამო უკვე ამერიკულ ამაზონზე იყიდება, მაისიდან გერმანულ და ფრანგულზეც გაიყიდება.

-თუმცა არც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დარჩნენ Melliferat-ის გარეშე და ჩვენს სააფთიაქო ქსელებშიც გაიყიდება….

-რა თქმა უნდა, Melliferat-ის ოთხივე ფორმა კაფსულები, მალამო, სპრეი და წვეთები უკვე პსპ-ს სააფთიაქო ქსელებში იყიდება. აქვე, მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდი პსპ ჯგუფს მხარდაჭერისთვის და ფარმაცევტულ-სამეცნიერო კომპანია “კამელინს”, რომლის მიერ მრავალწლიანი წარმატებული ისტორიის კვალდაკვალ მოგვეცა საშუალება აღნიშნული პროდუქციის წარმოებისთვის.

ესაუბრა  მაია ცომაია

Leave a Reply