ლაშა შაკულაშვილი
ამ წამს, საქართველო, ერთადერთი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპასა და ჩვენს რეგიონში, რომელმაც ისრაელის სახელმწიფოს სოლიდარობა ამ სევდიან, მაგრამ არაჩვეულებრივ ინიციატივაში გამოუცხადა.
ისრაელიდან ღაზის სექტორში გატაცებულ მძევალთა რაოდენობა 220-ს სცილდება. მათი ბედი არავინ იცის. წინა კვირას, თელ ავივის ცენტრში, შაბათის ცარიელი სუფრები გაშალეს – იმ ადამიანთა სურათებით, რომლებიც ჰამასს გატაცებული ჰყავს და რომლებიც შაბათის სუფრაზე ოჯახის წევრებთან ერთად არ არიან!
დღეს, შაბათის შემოსვლამდე, თბილისის დიდმა სინაგოგამ გატაცებული ტყვეებისათვის შაბათის სუფრა თბილისში გაშალა. სუფრასთან მიდგმულ სკამებზე კი გატაცებული ადამიანების ფოტოებს, სახელებს და მათ ასაკს ნახავთ.
ჩემი მამაცი, ამაყი და ღირსეული საქართველო!
პ.ს. პატარა ქვეყნები არ არსებობენ! არსებობენ გეოგრაფიულად მცირე ზომის სახელმწიფოები, რომლებსაც მსოფლიოში საკუთარი სიტყვის თქმა ამაყად შეუძლიათ! ასეთია ისრაელი და ასეთია საქართველო!