ისტორია, რომელსაც ახლა მოგიყვებით, არავის დატოვებს გულგრილს, ზოგს აღაშფოთებს, ზოგს გააბრაზებს, ზოგი იტყვეი-მერე რა, ყველას თავისი ცხოვრება აქვს, ზოგი კი ასეთ ადამიანებს ცხოვრების ბოლომდე სდევნის…

2021 წელს სამეგრელოს ერთ სოფელს მეტეორივით გადაუარა ამბავმა, რომ წლების განმავლობაში მათ გვერდით მცხოვრებმა ბიძაშვილ-მამიდაშვილმა მ.წ.-მ და ა. კ.-მ ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს. ოჯახები აგრესიას აფრქვევდნენ, გოგოსაც და ბიჭსაც მოსაკლავად დასდევდნენ, მაგრამ ახალგაზრდებმა ბედად მიმალვა მოასწრეს, თუმცა რამდე ხანს იქნებოდნენ ასე ეულებად, თან მ.წ. ფეხმძიმედ იყო. ეს რომ მშობლებმა გაიგეს, მიუვარდნენ თან გაავებული მეზობლების თანხლებით, კარი შეამტვრიეს, ახალგაზრდებს  ფიზიკურად გაუსწორდნენ, ბიჭი ისე სცემეს, ტვინის შერყევა მიიღო. გოგოს კი სულ მუცელში ურტყამდნენ წიხლებს იმ იმედით, ბავშვი მოშორებოდა.

ბიჭი მიხვდა მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მისცემდნენ და დახმარებისთვის  პოლიციასაც მიმართა.

-მოგახსენებთ რომ,დღეს 2021 წლის 29 ნოემბერს,სახლში,სადაც ვცხოვრობთ მე და ჩემი ფეხმძიმე მეუღლე,თავს დაგვესხნენ მეუღლის მშობლები გელა წურწუმია და ნინო პაპავა,მოხდა ფიზიკური დაპირისპირება ჩემსა და ეგრეთწოდებულ ჩემს სიმამრ-გელა წურწუმიას შორის,ცდილობდნენ ჩემს მეუღლეს მეგი წურწუმიას ფიზიკურად გასწორებოდნენ რადგან არ სურდაა რომ ეს ბავშვი დაბადებულიყო,უშვერი სიტყვებით გვლანძღავდნენ და ალბათ თავის დაცვა რომ არ შემძლებოდა მოგვკლავდნენ,შეხლა-შემოხლის დროს ჩემი მეუღლე,მეგი წურწუმია დაეცა და თავი დაარტყა კარადის კუთხეს,რის გამოც შეშინდნენ და გაიქცნენ თავდამსხმელი მშობლები,სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო რომ მეგისთვის სამედიცინო დახმარება გაეწიათ,მთავარი მიზეზი ამ ყველაფრისა კი გახდა ჩვენი ქორწინება,ქორწინება ბიძაშვილ-მამიდაშვილს შორის. დაუცველად ვგრძნობთ უკვე თავს ეს არაა პირველი შემთხვევა,ამიტომ ძალიან გთხოვთ მიიღოთ ზომები და დაიცვათ ჩემი ოჯახი და ჯერ არ დაბადებული ბავშვი ფიზიკური ძალადობისგან,რამაც შესაძლებელია ფატალური შედეგი დააყენოს – ეწერა განცხადებაში.

-პოლიციას დიდად არ შეუწუხებია თავი, თან აშკარად ეტყობოდათ ზიზღი და სეირის ყურების სურვილი. პოლიციამ არ დაიცვა კანონი, არ დაგვიცვა ჩვენ, ნაცემი, სიკვდილის პირას მიყვანილი ახალგაზრდები და დადგა აი ამ აგრესიული ბრბოს გვერდით!  – ამბობს მ.წ. – აი ჩვენი განცხადების პასუხი:

-თქვენი განცხადების თანახმად,მოხდა გასაუბრება განცხადებაში დასახელებულ პიროვნებებთან ბ-ნ გელა წურწუმოასთან და ქ-ნ ნინო პაპავასთან,განცხადებაში მოყვანილი ინციდენტი უარყვეს და თქვეს რომ მათი სიძე აკი პაპავა უკრძალავს შვილთან-მეგი წურწუმიასთან ურთიერთობას,რაც გახდა კონფლიწტის მიზეზი,ჩვენი მხრიდან გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და მათ მიეცათ გაფრთხილება,განემარტათ რომ მაქსიმალურად შეეკავებინათ თავი შვილთან კონტაქტისგან,ამდაგვარი ინციდენტის გამეორების შემთხვევაში საქმეს მიეცემოდა მსვლელობა. გამომდინარე იქიდან რომ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები ასახავს ოჯახურ კონფლიქტს და არ არსებობს მტკიცებულებები მათ წინააღმდეგ,არ მიეცა აღნიშნულ განცხადებას მსვლელობა

ამიტომაც ეკლესიას მივმართეთ დახმარებისთვის, მაგრამ მამაომ ისეთი უშვერი სიტყვებით გამოგვისტუმრა, სულ ცოდვის შვილები და ცოდვის მატარებლები გვეძახა, მრევლს მოუწოდა განვეკვეთეთ, მივხვდით, საქართველოში არ დაგვედგომებოდა, მაგრამ იმდენად რთული ფეხმძიმობა მქონდა, მოწყვეტის საშიშროება იყო და გადავწყვიტეთ ბავშვის დაბადებას დავლოდებოდით.

ცოლს ქმარი აწყვეტინებს სიტყვას და აგრძელებს.

-ბავშვი რომ დაიბადა, ახლა ბავშვის წართმევა გადაწყვიტეს. დღე არ გავიდოდა, დღე კი არა, წუთი არ გავიდოდა შიშში არ ვყოფილიყავით. ოჯახები, ნათესავები, მეზობლები – ისე გვიყურებდნენ თითქოს კეთროვანები ვიყავით და ყველას ჩვენი ჩაქოლვის სურვილი ჰქონა. კიდევ კარგი მოვახერხეთ და ქვეყანა დავტოვეთ. მეგობრები დაგვეხმარნენ, მაგრამ ახლა მათ ავიწროვებენ და მოითხოვენ უთხრან სად ვართ. ბავშვი ახლა 1 წლის და 7 თვისაა-ჯანმრთელობაზეც ეტყობა ამდენი სტრესი და ცმეა. ჩემს მეუღლესაც შეერყა ჯანმრთელობა. სულ რამდენიმე დღის წინ შევიტყვეთ, რომ აპირებენ ჩვენზე ძებნა გამოაცხადონ, დედებს ისიც კი უთქვამთ, სიცოცხლე ჩვენ ვაჩუქეთ და ყველას თვალწინ წავართმევთ მათაც და მათ „ნაბიჭვარსაცო“.

საქართველოში ვერ დავბრუნდებით! იქ ჩასვლა და ჩვენი-სამივეს სიკვდილი ერთია. დღევანდელი კომუნიკაციების პერიოდში ძნელი არაა ჩვენი პოვნა, ძნელი ისაა, როგორმე დავიცვათ თავი,ამის გამო, სულ ქუჩაში რომ მოგვიწიოს ცხოვრება საქართველოში დაბრუნებას ჯობია, ცოცხლები მაინც ვიქნებით! უკვე შვილი გვყავს და ბავშვის სიცოცხლის სადარაჯოზე მე და ჩემს მეუღლეს უკვე წლებია წამით მშვიდად არ გვძინებია.

P.S.

ეს ამბავი ახალი არ არის ჩვენი ტელევიზიისთვის,მაშინაც გავაშუქეთ ოჯახის ისტორია, მაგრამ არა ნაკლები ტერორისა და ზეწოლის მსხვეროლნი გავხდით ეკლესიის მსახურთა მხრიდან, უფრო მეტიც, კიბერშეტევა განხორციელდა ჩვენს ტელევიზიაზე, ასევე იუთუბ-არხზე და უამრავი მასალა დავკარგეთ. სამწუხაროდ ჩვენ უძლურნი ვართ გვერდით დავუდგეთ ამ ახალგაზრდებს, რადგან ვერანაირი კანონი ვერ იცავს ასეთ დროს ადამიანებს ფიზიკური განადგურებისგან!

 

 

 

Leave a Reply