ბლოგი
თამთა ჯოჯუა
მარტოხელა დედებს სხვა უამრავ ყოფით პრობლემასთან ერთად აქვთ საზოგადოებაში ადაპტირების დიდი პრობლემაც- სულაც არ ვაჭარბებ! ბევრი ასეთი მაგალითი ვიცი, ბევრი ახალგაზრდა ქალის ცრემლიანი ისტორია მომისმენია, ბევრი სასოწარკვეთილი მარტოხელა დედა მინახავს, მაგრამ დღეს მინდა ჩემს პირად მაგალითზე დაგანახოთ ის, რაც ბევრ ჩემნაირ ქალს თავის თავს გაახსენებს.
დიახ, მე მარტოხელა დედა ვარ და პირველად ვსაუბრობ ასე საჯაროდ. ჩემთვის ძალიან რთულია გავიხსენო უმძიმსი დღეები . თუმცა ფიქრობ ამ პრობლემაზე საჯაროდ საუბარი და განხილვები აუცილებელია რადგან მოგვისმინოს სახელწიფომ და საზოგადოებამ.რადგან პრობლემა სწორედ საუბრით გვარდება .ჩვენ არ ვირჩევთ ამ სტსტუსს ჩვენ ხშირდ იძულებულები ვართ ვიყოთ დედა და ვიყოთ მარტო “მარტოხელა დედა” უპირველეს ყოვლისა განვმარტავ რას ნიშნავს მარტოხელა დედა : მარტოხელა დედის სტატუსი ენიჭება საართველოს მოქალაქეს რომლის ბავშვი რეგისტრირებულია საქართველოში თუ დედა არ იმყოფება ქორწინებაში .ბავშვის დაბადების მოწმობაში არ არის შეტანილი ბავშვის მამის მონაცემები .. ზოგჯერ მამა უარს ამბობს საკუთარ შვილზე , უარს ამბობს ყოველგვარ პასუხისმგებლობაზე და იმეტებს ქალს , დედას , მარტოობისთის ტოვებს უამრავ პრობლემას და სძულვილს მის გარშემო თვითონ კი მიდის. ზოგჯერ ამ დროს უარს ამბობენ ჩვენზე ოჯახი , მეგობრები , საზოგადოება და საკუთარი თავიც კი .
მე თამთა ვარ , ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ამ სტატუსით მომიწევდა ცხოვრება ფიქრადაც არ გამივლია .თუმცა ერთ დღეს ჩემმა ყოფილმა მეუღლემ გამოსამშვიდობებელი მესიჯი მომწერა რომ ჩემგან მიდიოდა , მე ხუმრობად მივიღე და ვუპსუხე კარგი : მას შემდეგ არ გამოჩენილა. როცა გავიგე ფეხმძიმედ ვიყავი და მას შევატყობინე პასუხად მივიღე რომ ეს ბავშვი მას არ უნდოდა , არც გვარს მიცემდა არც შვილად აღიარებდა . აქედან დაიწყო პრობლემები რომლსაც ბოლო არ უჩანდა . ოჯახის ზეწოლა ბავშვი რად მინდოდა თუ ქმარი არ იქნებდა ჩემთან , მეგობრების მეზობლების .. ყველამ კარები მომიხურა და დავრჩი სრულიად მარტო , ქუჩაში … ბევრი შიშილით და ტკივილით სავსე დღე გავიარე
-როგორ ხარ ? არავინ მეკითხებოდა -მაინც აჩენ ? მხოლოდ ეს კითხვა მესმოდა.ყოველთვის და ყველგან . დაგტანჯავს ეს ბავშვი , მარტო გაზრდა რთულია , შენ უბედური იქნები ამის გარდა არაფერი მესმოდა .
ბევრჯერ მივსულვარ მტკვრისპირს მხოლოდ ფქრისთვის არასდრს მიფიქრია დანებება .წარმივიდგნდი როგორ ვეთაშებოდი ჩემს შვილსს, ერთად ვუშვებდით საპნის ბუშტებს შემდეგ დავსდევდით . მერე უცებ რეალობას ” ვეფეთებოდი” და ვხვდებოდი რომ ძალიან მშიოდა . თონესთნნ ახლოს ჩამოვდგებოდი და ახლადგამომცხვარი პურის სუნს ვშთანთქავდი თავს ვაჯერებდი რომ ყველაფრერი კარად იყო და უკეთესდდაც იქნებოდა . წარმვიდგენდი რომ ერთ დღეს ძალიან ძლიერი ,წრამატებული და შემდგარი ქალი გავხდებოდი როგორ ვიდექი აუდიტორიის წინშე და ვაძლერებდი ქალებს რომლებსაც ახლა თუნდაც ამ წუთას გოინიათ რომ ყვლეფაერი დამთავრდა ,ყველაფერი წინ არის მხოლოდ წინ . მძიმე 9 თვე გავიდა ,ვინ ცის მთვარეს ღამეს რა ტვირთად ვეწექი ჩემი ცრემლიან თვალებით (მჯეროდა თუ თვითმფრინავს მვუყებოდი ჩემს ამბავს ის ჩემს პრობლემას წაიღებდა სადაც მიდიოდა და აქეთ 1 ცალ ვაშლს ჩამომიტანდა ) დაბადა ჩემი ლურჯთვალა გოოგო, ალბათ სისულელეა ამის ოსმენა მაგრამ … ( ძალიან რთული იყო სმმშბიაროს ბლოკში მარტოდდარჩენი ” მეს” მეკითხებოდნენ უქმრო ბავშვს გაჩენა ძააან რთულია ) ის პირველი დედობის ემოცია სადღაც გაქრალიყო ჩემში .ბეევრი მძიმე წუთები გავიარე აღმივჩნდი ბევრი პრობმემის წინაშე სახელმწიფო რგორც არავინ ” მიყურებს და მეუბენბა ჩვენ ვერ დაგეხმარებით თქვნს თავს თქვენ თვითონ დაეხმარეთ ! უმძიმესი ყოფა აქვთ მარტოხელა დედებს რომლებსაც არანაირი პროფესია არააქვთ და სხხელმწიფო არც აძლევთ მათ დაფინანსებას .როცა სახელმწიფო ეუბნება აბორტი დანაშაულია სრულიად მარტო მტოვებს და შიმშილისთვის იმეტებს ადამიანს რომელსაც არაფერი არ დაუშავებია .ჩვენ არ ვითხვთ ფულად ” ჯილდოებს” ჩვენ ვითხოვთ დახმარებას ! დაგვეხმაეთ განათლების მიღებაში , პროფესიის მიღებაში რადგან ჩვენ თავად ვუზრრუნველყოთ როგორც ჩვენი შვილები ისე საკუთარი თავი ! მოგვისმინეთ და მოგვეცით უფლება ვიყოთ სრულყოფილი ქალები და არა ‘შიშით დაკარგული პროვნება რომელსაც სიტყვა დედა გაჭირვებამ დაავიწყა . ბოლოს მინდა ვთქვა რომ მე ეს შევძელი შენც შეგიძლია! თუ შენ ისაუბებ სახელმწიფოს ” ყელში წაუჭერ ” როგორც შენ გიჭერს როცა შენს შვილს შია და გეუბენბა ვერ გეხმარები .
ჩვენ არ გვეშინია , ჩვენ არ გვრცხვენია და ჩვენც, ისევე როგორც ყველა დავიბადეთ ბედნიერებისთბის !
სწორედ ამ ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო თემაზე სასაუბროდ მინდა დავუსვა რაოდენიმე კითხვა ფონდ ფემინას დამფუძნებელ ნინო ბაისაშვილს .
-გამარჯობა , ნინო მოგვიყევი თქვენს შესახებ რომ საზოგადოებამ უკეთ გაიცნოთ .
-პირვლ რიგში მადლობა რომ , ჩვენი ფონდით დაინტრესდი და ჩემი ბექრაუნდით . 2009 წელს დავამთავრე სკოლა , შემდეგ ჩავაბარე ილიას სახემწიფო უნივერსტიტეტში . ჩემი სპეციალობაა : ევროპისმცოდნეობა , საფრანგეთისმცოდნობა .2013 წეს წავედი სასწავლებლად სოფიის ფრანკო ფოლოს მარვთის და მენეჯმენტის უმაღლეს სკოლაში. 1 წლის შემდგეგ გავემგზავრე საფრამგეთში გავხდი ნატის უნივერსტიტეტის ბიზნეს სრული კურსის მაგისტრი .გაარე ასევე სტაჟირება ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში . ასოციაცია “მარიპილი” რომელიც ემსახურება შშმ ბავშვებს და მათ მშობლებს გაძლიერებაში . ამ თემაზე დავიცავი სამაგისტრო ხარისხი და 2015 წეს დავბრუნდი საქართველოში . .ვიმუშავე არაერთ უცხოურ კომპანიაში კლენტთა მომსახურეობის მარკეტინგის კუთხით .
-ნინო , რატომ გადაწყვიტე ფონდ ფემინას დაფუძნება , რა იყო მთავარი მიზეზი ? მოგვიყევი ყველაფერი ის, რაც უნდა იცოდეს საზოგადოებამ.
-პირვლ რიგში მადლობა რომ , ჩვენი ფონდით დაინტრესდი და ჩემი ბეგრაუნდით . 2009 წელს დავამთავრე სკოლა , შემდეგ ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსტიტეტში . ჩემი სპეციალობაა : ევროპისმცოდნეობა , საფრანგეთისმცოდნობა .2013 წელს წავედი სასწავლებლად სოფიის ფრანკოფონიის მარვთის და მენეჯმენტის უმაღლეს სკოლაში. 1 წლის შემდგეგ გავემგზავრე საფრანგეთში, გავხდი ნატის უნივერსტიტეტის ბიზნეს სრული კურსის მაგისტრი .გავიარე ასევე სტაჟირება ადამიანური რესურსების დეპარტამენტში . ასოციაცია “მარი პირი” რომელიც ემსახურება შშმ ბავშვებს და მათ მშობლებს გაძლიერებას . ამ თემაზე დავიცავი სამაგისტრო ხარისხი და 2015 წელს დავბრუნდი საქართველოში . .ვიმუშავე ორ უცხოურ კომპანიაში კლენტთა მომსახურეობის მარკეტინგის კუთხით .
საქართველოში ჩამოსლის შემდგეგ ჩავერთე აქტივიზმში , ქალის უფლებათა დაცვის საკითხებში . ფონდის დაფუძნება გადავწყვტე იმიტომ, რომ იყო ამისი საჭიროება და მოთხოვნა . სამ ძირითად მიმართულებაზე ვმუშაობთ . 1.მარტოხელა დედა – რომელსაც ვეხმარებით ჰუმანიტარულად. მათ და მათ შვილებს ( თუმცა ეს ყველაზე მცირედია რასაც მათთვის ვაკეთებთ) ასევე ვეხმარებით რეპრპდუქციული ჯანმრთელობის პრობელემის მქონე ქალებს, რადგან მათ სახელმწიფო არ აფინანსებს . ასვე პრიორიტეტულად ვაფინანსებთ განათლებას, პროფესიულ გადამზადებას ,არაერთი ქალისთვის შეგვიძენია მუშაობისთვის საჭირო ტექნიკა
რეალურად მარტოხლა დედის /მამის სტატსუსი მხოლოდ ფარატინა ფურცელია. სახელმწიფო ბევრს არაფერს იძლევა . სახელმწიფო ბევრად მეტს უნდა აკეთებდეს !
ყველა მარტოხელა დედა იმახურებს მინიმუმ არ შიოდეს მას და მის შვილს, ქონდეთ განათლებასა და ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობა. ზოგადად ,ის სოციალური დახმარებები,რაც ჩვენს ქვეყანაში აქვთ მოქალაქეებს ,არ არის მორგებული მათ რეალურ საჭიროებებს თითქოს არ ეფუძნება კვლევებს და საკითხის საფუძვლიან შესწავლას,ამიტომაც არის არაეფექტური და სრულიად არასაკმარისი მარტოხელა დედა რომელსაც ავს სოციალურად დაუცველის სტატუსი იღებს მიზერულ დახმარებას ან უმცირეს კვების ვაუჩერს ,რაც სრულიად აცდენილია რეალობას. არ იძლევა საშუალებას იმპირველად საჭიროების დახმარებაზე ,რაც ადამიანს ჭირდება არსებოსთვის .
პრაქტიკულად მარტოხელა დედის სტატუსი არის ფარატინა ფურცელი . და რატომღაც ფოკუსს მიღმაა მათი პრობლემები დარჩენილი , აუცილებლად უნდა გადახედონ ამ საკითს,ვისაც ეხება და პირდაპირ ევალება. განსაკუთრებით პანდემიის პირობებში როცა ბევრი მარტოხელა დედა უმუშევარი დარჩა .
–რას ეტყოდი ახლა მარტოხლა დედეებს რომლებსაც არფფრის იმედი არაქვთ ?
-ვეტყოდი რომ არ შეეშინდეთ ! თქვენ მარტო არ ხართ ჩვენ თქვენ გვერდთ ვართ, ნებისმიერ დროს ნებისმიერი პრობლემით შეგიძლიათ მოგვმართოთ,რომელიც შედის ჩვენს კომპეტენციაში. ერთად აუცილებლად შევძლებთ გადავჭრათ პრობლემები და უკეთესი გავხადოთ გარემო მოწყვლადი ჯგუფებისთვის.
-ნინო მადლობა , რომ დრო დამითმე .ძალიან მნიშვნელვანია თქვენი არსებობა , მადლობ ყველა იმ ქალის სახელით რომელსაც დაეხმარეთ ეხმარებით და მომავალს უკვალავთ .
ჩემო ძვირფასო საზოგადოებავ! გული გაგიხსენით იმ იმედით, რომ ასეთი პრობლემა აღარცეთ მარტოხელა დედას აღარ ექნება და აღარასოდეს გამოიტირებენ თავიანთ ცხოვრებას ღამე ბალიშის ცრემლით დასველებისას….