ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების განცხადება

12    მაისი, 2024 წელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს გვსურს ოფიციალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და შევუერთდეთ ჩვენი სტუდენტების სულისკვეთებას. კერძოდ, მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „რუსული კანონის“ ნებისმიერი ფორმით მიღება და საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს აღნიშნული განხილვა, რადგან ის ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს და აბრუნებს ქვეყანას მძიმე წარსულში, რომელსაც ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ მკაფიოდ უთხრა უარი.

ვგმობთ ნებისმიერი ტიპის ძალადობასა და დაშინების მცდელობას, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში მასობრივად აქვს ადგილი საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ. მათ შორის, ფიზიკურად უსწორდებიან სტუდენტებს, ემუქრებიან და შეურაცხყოფას აყენებენ კრიტიკულად განწყობილ პროფესორ-მასწავლებლებს.

კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ვდგავართ ჩვენი სტუდენტების გვერდით და გამოვდივართ მათი და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან. შესაბამისად, ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე და თუკი ისინი გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენც შევუერთდებით მათ ამ გადაწყვეტილებას. გაცდენილი ლექცია-სემინარები კი აღდგება მოგვიანებით, ისევ სტუდენტებთან შეთანხმებით.

აქვე, მოვუწოდებთ უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას, რომ ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია „რუსული კანონის“, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიმართ ძალადობისა და დაშინების მცდელობის შესახებ და უზრუნველყოს, რომ პრობლემები არ შეექმნათ პროტესტის მონაწილე სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.

 

  1.  სოფიო შამანიდი – პროფესორი, ნეოგრეცისტიკის კათედრის გამგე
  2. ნინო ლაპიაშვილი – თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ლექტორი
  3.  ლევან გორდეზიანი – პროფესორი
  4.  ირა ტატიშვილი – პროფესორ
  5. იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი
  6. ზურაბ დავითაშვილი – პროფესორი
  7. თორნიკე თურმანიძე – პროფესორი
  8. კონსტანტინე შუბითიძე – ასოცირებული პროფესორი
  9.  ეკატერინე ქუთათელაძე – მოწვეული ლექტორი
  10. სანდრო ტაბატაძე – ასისტენტ-პროფესორი
  11. ლადო ნაფეტვარიძე- ასისტენტ-პროფესორი
  12.  მამუკა კომახია – მოწვეული ლექტორი
  13. ჟანა სირბილაძე – მოწვეული ლექტორი
  14. ირაკლი სირბილაძე – მოწვეული ლექტორი
  15. გიორგი არქანია – მოწვეული ლექტორი
  16. თამთა ლომთაძე – მოწვეული ლექტორი
  17. ლაშა ხეცურიანი – მოწვეული ლექტორი
  18. ნინო სამსონია – ასოცირებული პროფესორი
  19. ლაშა შაყულაშვილი – მოწვეული ლექტორი
  20. სალომე ხვედელიძე – მოწვეული ლექტორი
  21. ლელა ალექსიძე – პროფესორი
  22. ქეთი ცინცაძე – მოწვეული ლექტორი, კონსულტანტი
  23. თამთა ჩხაიძე – მოწვეული ლექტორი
  24. გვანცა ტუღუში – მოწვეული ლექტორი
  25. ემირ  ეთერია – მოწვეული ლექტორი
  26. თამარ ქარსაულიძე – მოწვეული ლექტორი
  27. ნიკოლოზ ტაბატაძე – მოწვეული ლექტორი
  28. თეკლა გაბუნია – მოწვეული ლექტორი
  29. ქეთი ჩოქური – მოწვეული ლექტორი
  30. მაია ქვრივიშვილი – ასისტენტ პროფესორი
  31. ელისაბედ ბუსხრიკიძე – მოწვეული ლექტორი
  32. ელენე გოგიაშვილი – ასოცირებული პროფესორი
  33. გიორგი ბადრიძე  – მოწვეული ლექტორი
  34. გუბაზ ლეთოდიანი – მოწვეული ლექტორი
  35. გიორგი ლაბაძე, მოწვეული ლექტორი
  36. გურანდა თეთრაძე, მოწვეული ლექტორი
  37. Ნათია სორდია, ასისტენტ პროფესორი
  38. ანა ჩიტალაძე – მოწვეული ლექტორი
  39. კახა გაბუნია, ასოცირებული პროფესორი
  40. Ამირან ბერძენიშვილი- პროფესორი
  41. ეკა ლეკაშვილი – ასოცირებული პროფესორი,სამრეწველო კვლევის ცებტრის პროფესორი
  42. თორნიკე ჩიხლაძე – მოწვეული ლექტორი
  43. თეა ქამუშაძე – მოწვეული ლექტორი
  44. ელისო ჭელიძე – მოწვეული ლექტორი
  45. Ქეთევან ხუსკივაძე- განათლების მეცნიერებების დოქტორი, ენების ცენტრის მასწავლებელი.
  46. Თინათინ ბანძელაძე, მოწვეული ლექტორი.
  47. Ირაკლი ალიმბარაშვილი – მოწვეული ლექტორი
  48. Ნინო წულაია – ასისტენტ-პროფესორი
  49.  მაკა ერაძე – თსუ ყოფილი მოწვეული ლექტორი, კონსულტანტი. ლ’აკვილას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, იტალია.
  50. Ნათია ნოზაძე -მოწვეული ლექტორი

Leave a Reply