გურანდა გოგოლაძე

19:00 საათზე, აქციის მონაწილეები, ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მარშით გაემართნენ ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკისკენ. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა, შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 1919 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ წლის აღსანიშნავად, მარში თანამედროვე ჭავჭავაძის გამზირით ვაკის პარკის ტეროტორიისკენ გაემართა.

ჩვენც ამ გზას გავივლით. 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია. საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება.

მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო დაეყრდნო 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, და საქვეყნოდ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. ორგანიზატორევის თქმით, ჩვენ უნდა გავაცოცხლოთ პირველი რესპუბლიკის მარში.

მსვლელობის დროს მოქალაქეებს ექნებათ დროშები, ყვავილები, ტრადიციული სამოსის ელემენტები. მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა! გავინარჯვებთ სახელოვნად! დღევანდელი აქციის დევიზებია.

Leave a Reply