საქართველოში უკვე აღარავის უკვირს განსხვავებული აზრის და პოლიტიკური შეხედულების ადამიანების დევნა. მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა ხელისუფლების მიერ  ე.წ. „აგენტების“ კანონის შემობრუნების და აქციების „არა რუსულ კანონს“ ფონზე.

ასეთი ზეწოლის ობიექტია ჯერ კიდევ 2020 წლიდან აჭარაში მცხოვრები თ.გ.-ს და ჯ.დ.-ს ოჯახი.

ახალგაზრდა კაცი, ჯ.დ. „საქართველოს განვითარების პარტიის“ აჭარის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. სწორედ 2020 წლის არჩევნების დროს დაიწყო ოჯახის პოლიტიკური შევიწროვება. იმდენად გაუსაძლისი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გახდა მისთვის და ოჯახის წევრებისთვის საქართველოში ყოფნა, ჯ.დ-ქვეყნიდან წავიდა, მხოლოდ იმ იმედით, რომ ცოლ-შვილი მშვიდად გააგრძელებდა ცხოვრებას, მაგრამ პირიქით-დევნა ახლა უკვე ოჯახის წევრებზე გადმოვიდა.

ჯ.დ. დაგვიკავშირდა და დახმარება გვთხოვა.

-პირველ რიგში დიდი ბოდიში, რომ თქვენც საფრთხეში გაგდებთ, მაგრამ მედიის მხარდაჭერის და ხმამაღალი სიტყვის გარდა, არაფერი დამრჩა. უმორჩილესად გთხოვთ-ვერ ვუკავშირდები ოჯახს, უსმენენ ყველას ტელეფონს, სოციალური ქსელებიც არ არის უსაფრთხო-ყველგან გვისმენენ! დაუკავშირდით ჩემს ოჯახს და ყველას მოუყევით რა ზეწოლას განიცდის 3 შვილის დედა! ჩემი მეუღლე და ჩემი შვილები.

4 თვის წინ, 17 იანვარს, იძულებით დავტოვე საქართველო.2020 წლიდან ვარ აქტიურ პოლიტიკაში. მაშინ საპარლამენტო არჩევნებზეც ვიღებდით მონაწილეობას. არჩევნების შემდეგ მუდამ ვაფიქსირებდი აზრს, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა, ამის გამო დიდი აგრესიის მსხვერპლი გავხდი, მაგრამ გაუსაძლისი პრობლემები და თავდასხმები დაიწყო 2023 წლის 23 მარტიდან – როცა საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ვიყავი. 7 მარტს აქცია პოლიციამ დაარბია, გამოიყენა არაპროპორციული ძალა და დაგვშალა. ამ აქციების მერე არამხოლოდ ჩემზე, არამედ ოჯახის წევრებზეც დაიწყო დევნა. ბავშვებსაც კი მისწვდა მათი ბინძური ხელები. ჩემი მეუღლე თ.გ. იყო ჩვენი წარმომადგენელი და კოორდინატორი და ამანაც განაპირობა ხელისუფლების ტიტუშკების დიდი აგრესია. 3 შვილი გვყავს. ერთი შშმ პირია. 2020 წლიდან მოყოლებული არ ყოფილა დღე, ჩვენი ოჯახი ზეწოლის მსხვერპლი არ ყოფილიყო. მაშინ, როცა ჩემს სიცოცხლეს რეალური საფრთხე დაემუქრა და ჩემს გამო ჩემს ოჯახსაც უამრავი პრობლემა დაეწყო, დავტოვე ქვეყანა მხოლოდ იმ იმედით, რომ ოჯახს დავიცავდი და უსაფრთხოდ იქნებოდნენ, მაგრამ შევცდით-დღემდე აწიოკებულია ჩემი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები. დამეხმარეთ-სამართალს ვერ ვიპოვი საქართველოში ეს კარგად ვიცი, მაგრამ მინდა მშვიდად იყოს ჩემი ოჯახი.

სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან ვიტყვი – ხელისუფლება და მისი ხელის ბიჭები, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს რადიკალებს ეძახიან და ისე ექცევიან, როგორც ტერორისტებს! იქნებ ჩემმა ხმამაღალმა ნათქვამმა ჩემი ოჯახი იხსნას და ვინ იცის, კიდევ რამდენი ადამიანია ჩვენს დღეში!

მამაკაცთან საუბრის შემდეგ მის მეუღლეს, თ. გ.-ს დავუკავშირდით. ქალმა გვითხრა, რომ მას და მის შვილებს რეალური საფრთხე ემუქრებათ, უნდა ქვეყნის დატოვება, მაგრამ 3 ბავშვით უძნელდება, თუმცა იმდენად გახშირდა ბავშვების ფსიქოლოგიური შევიწროვება, სხვა გზა არ დარჩენია.

-მინდა გითხრათ რა სტრესში გვამყოფებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო ხელისუფლება! მინდა მოგიყვეთ რა დამართეს ჩემს 9 წლის შვილს მხოლოდ იმის გამო, რომ მშობლებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება აქვთ. 26 აპრილს ჩემს 9 წლის შვილს დახვდნენ გზაზე, იყო ფიზიკური ზეწოლა, მუქარა, შეურაცხყოფები-ბავშვი შოკში იყო. ბავშვის კივილზე გარეთ გავვარდი, დავინახე ძირს ეგდო და გონება დაკარგული ჰქონდა, სასწრაფო გამოვიძახე და სამედიცინო დაწესებულებაში გდავიყვანე. 29 აპრილს კი სახლში შემოიჭრნენ-ესენი იყვნენ ამ რუსული კანონიოს მომხრეები! ბავშვები ვერ დავაწყნარე, შიშისგან ისეთი სტრესი მიიღეს, 9 წლის ბავშვს მეორედ გამოვუძახე სასწრაფო! ამ ყველაფრის მერე ოდნავი ბრახუნიც კი აშინებთ! ითხოვდნენ საბუთებს, კომპიუტერს, ყველაფერს რაც ვინმეს წინააღმდეგ გამოადგებოდათ. ჩემს შშმ შვილს სმენის პრობლემა აქვს და იმდენად ვერ გაიგო რა ხდებოდა, მაგრამ გამოვიდა ის 9 წლის ბავშვი, რომელივ საავადმყოფოდან ახალი გამოყვანილი მყავდა, საშინელ დღეში ჩავარდა დაკარგა გონება. ჩემს კივიზე მეზობლები შემოვარდნენ, თავდამსხმელები კი გავარდნენ. ბათუმში აღარ დამედგომებოდა, თბილისში წამოვიყვანე ბავშვები ექიმთან და აქაც მომაგნეს. ითხოვენ სხვებზე ინფორმაციას, ითხოვენ ჩემი ქმრის ადგილსამყოფელს. ყველას ვთხოვ შველას-დამეხმარეთ! არ მინდა მუდმივად შიშის ქვეშ ვიყო რომ ჩემს შვილებს საფრთხე ყოველ წამს ელის! სამსახურიდანაც გამომიშვეს და ვარ ასე-ეულად . საშინელებაა ყოველდღე გესმოდეს მუქარები – როგორ მოუსპოპბენ სიცოცხლეს ჩემს ქმარს, შვილებს, როგორ გამისწორდებიან მე ამ კანონის მირებიც შემდეგ! დამეხმარეთ! დაგვიდექით გვერდით! მეც და ჩემს პატარა შვილებსაც! სხვა გზა არ მაქვს-უნდა დავტოვო ქვეყანა! ჩემი შვილების სიცოცხლე ყველაფერს მირჩევნია!

თ.გ.-მ ძალიან გვთხოვა მისი ნათქვამი გავასაჯაროვოთ და იცოდეს ყველამ რა ყოფაში უწევს ცხოვრება 3 შვილის დედას და იქნებ ასე მაინც დაიცვას „გაქცევამდე“ მისი და შვილების სიცოცხლე!

Leave a Reply