2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ პარტიებს რომლებიც აკმაყოფილებენ საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს. კერძოდ კი, პარტიებს რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე და საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დროისათვის ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები. აღნიშნულ მოთხოვნას კი, შემდეგი პარტიები აკმაყოფილებენ:

 

1.         „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“

2.         „ლელო საქართველოსთვის“

3.         „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – “გირჩი“

4.         „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“

5.         „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“

6.         „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

7.         „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“

8.         „კანონი და სამართალი“

9.         „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

10.       „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“

11.       „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“

12.       „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“

13.       „პროგრესი და თავისუფლება“.

Leave a Reply